მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოში, წელს Zolotaya Korona-ს სისტემით $321.6 მლნ გადმოირიცხა|რა წილი მოდის რუსეთზე?
საქართველოში, წელს Zolotaya Korona-ს სისტემით $321.6 მლნ გადმოირიცხა|რა წილი მოდის რუსეთზე?

საქართველოში, წელს Zolotaya Korona-ს სისტემით $321.6 მლნ გადმოირიცხა|რა წილი მოდის რუსეთზე?

BM.GE24 ივლისი, 2026, 19:06|bm.ge

2026 წლის 6 თვეში ფულადი გზავნილების რუსული სისტემით Zolotaya Korona-თი საქართველოში 321 მილიონ 594 ათასი დოლარის 859 ათასი გზავნილი გადმოირიცხა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფულადი გზავნილების ოფიციალური მონაცემებიდან ჩანს.

შესაბამისად, იანვარ-ივნისში გზავნილების სისტემების რეიტინგში, Zolotaya Korona 16.88%-იანი წილით მეხუთე ადგილს იკავებდა. წელს ამ სისტემით გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა მცირედით - 4.3%-ით არის შემცირებული.

საქმე ისაა, რომ რუსული მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმების შემდეგ, ფულადი გზავნილების რუსულმა სისტემა Zolotaya Korona-მ საქართველოში თანხის გადარიცხვის შესაძლებლობა გამორთო.

უნდა აღინიშნოს, რომ წლების მიხედვით Zolotaya Korona-ს სისტემით რეკორდული მოცულობის ფულადი გზავნილები 2022 წელს გადმოირიცხა, ამის შემდეგ გზავნილების მოცულობა ყოველწლიურად მცირდებოდა:

2025 წელი - $704.2 მლნ;

2024 წელი - $746.3 მლნ;

2023 წელი - $787.1 მლნ;

2022 წელი - $1.198 მილიარდი;

2021 წელი - $438.8 მლნ;

Zolotaya Korona-ს სისტემით ფულადი გზავნილები ძირითადად რუსეთის ფედერაციიდან ირიცხებოდა. 2026 წლის პირველ ნახევარში ამ მიმართულებიდან ჯამში 249 მილიონ 178 ათასი დოლარი შემოვიდა, რაც საერთო მოცულობის 77.5%-ია.

ამავე პერიოდში Zolotaya Korona-ს სისტემით $17.6 მილიონის გზავნილი ყირგიზეთიდან, $14.8 მილიონის ყაზახეთიდან, $12.8 მილიონის - აზერბაიჯანიდან, $6 მილიონის - თურქეთიდან, $4.8 მილიონის - პოლონეთიდან, $3.7 მილიონის - ბელარუსიდან, $3.5 მილიონის - უზბეკეთიდან, $2.3 მილიონის - სლოვაკეთიდან, $1 მილიონის - გერმანიიდან გადმოირიცხა. სისტემით გადმორიცხვები ფიქსირდება ასევე საფრანგეთიდან, იტალიიდან, ლიეტუვიდან, ისრაელიდან, ლატვიიდან, ჩეხეთიდან, ესტონეთიდან, რუმინეთიდან, ირლანდიიდან და სხვა ქვეყნებიდან.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მიხაილო ფედოროვმა ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებულ თანამდებობებზე უარი განაცხადა

მიხაილო ფედოროვმა ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებულ თანამდებობებზე უარი განაცხადა

BM.GE

IATA-ს გენერალურ დირექტორად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მმართველი დაინიშნა

IATA-ს გენერალურ დირექტორად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მმართველი დაინიშნა

BM.GE

რას მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი?

რას მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი?

BM.GE

საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას შოპინგის და კვების  რამდენიმე ობიექტში - Student და sCool card-ს სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას შოპინგის და კვების  რამდენიმე ობიექტში - Student და sCool card-ს სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE