მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დონალდ ტრამპმა ნიუ-მექსიკოს შტატისთვის „ნიუ-ამერიკის“ დარქმევის ინიციატივა წამოაყენა
დონალდ ტრამპმა ნიუ-მექსიკოს შტატისთვის „ნიუ-ამერიკის“ დარქმევის ინიციატივა წამოაყენა

დონალდ ტრამპმა ნიუ-მექსიკოს შტატისთვის „ნიუ-ამერიკის“ დარქმევის ინიციატივა წამოაყენა

BM.GE8 სექტემბერი, 2026, 00:22|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ-მექსიკოს შტატისთვის სახელწოდების შეცვლისა და მისთვის „ნიუ-ამერიკის“ დარქმევის ინიციატივა გამოთქვა. როგორც ქვეყნის ლიდერმა სოციალურ ქსელში განმარტა, ახალი სახელი ამ რეგიონისთვის გაცილებით პრესტიჟული იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ თეთრმა სახლმა სოციალურ ქსელში მალევე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც შტატის ძველი სახელწოდება გადახაზული იყო.

ნიუ-მექსიკოს დემოკრატმა გუბერნატორმა, მიშელ ლუჰან გრიშემმა პრეზიდენტის ეს იდეა მყისიერად უარყო. გრიშემმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შტატის ისტორიული სახელწოდება განხილვას არ ექვემდებარება. მისი თქმით, ეს სახელი აშშ-ის დაფუძნებამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა. გუბერნატორის შეფასებით, თეთრი სახლის ლიდერი ამ გზით ამერიკელების ყურადღების საწვავის გაძვირების პრობლემიდან გადატანას ცდილობს.

საყურადღებოა, რომ ამ ინიციატივამდე რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა კანადასთან სავაჭრო დავის ფონზე ონტარიოს ტბისთვის „ამერიკის ტბის“ დარქმევის განკარგულებას მოაწერა ხელი. კანადის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად უარყო, თუმცა ამერიკელი მომხმარებლებისთვის Google-ისა და Apple-ის რუკებზე ტბის ახალი სახელწოდება უკვე გამოჩნდა.

მსგავსი ნაბიჯი თეთრი სახლის ლიდერმა 2025 წელსაც გადადგა და მექსიკის ყურეს „ამერიკის ყურე“ უწოდა. მექსიკის მთავრობამ ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება მაშინვე მკაცრად გააკრიტიკა. გასულ კვირას კი ტრამპმა ირანთან მიმდინარე ომის პარალელურად ჰორმუზის სრუტისთვის „ტრამპის სრუტის“ წოდების იდეაც წამოაყენა, თუმცა რამდენიმე საათში საკუთარი განცხადება თავადვე არასერიოზულად შეაფასა.

ცნობისთვის, მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში დონალდ ტრამპმა საკუთარი სახელი არაერთ ამერიკულ ინსტიტუციას მიანიჭა. მისი გადაწყვეტილებით, პალმ-ბიჩის აეროპორტს, აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტსა და ჯონ კენედის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრს პრეზიდენტის სახელი დაემატა. ამას გარდა, გასული წლის დეკემბერში რესპუბლიკელმა ლიდერმა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი ხომალდებისთვის „ტრამპის კლასის“ საბრძოლო გემების დარქმევის გეგმა გააჟღერა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 173 სტატია.

  • ტრამპმა რუკის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ნიუ-მექსიკოს „ნიუ ამერიკა“ უწოდაიმედი
  • ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრატვ პირველი
  • დონალდ ტრამპის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვსა და კიევს ეწვევიანფორმულა
  • ტრამპის განცხადებით, ირანზე სამხედრო დარტყმები შეზღუდული ხასიათისაარუსთავი 2
ტრამპის →

მსგავსი სტატიები

მაღალი მოთხოვნის გამო ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები საწვავს შეიძლება ითქვას, აუქციონით ყიდიან - "ვისოლი"

მაღალი მოთხოვნის გამო ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები საწვავს შეიძლება ითქვას, აუქციონით ყიდიან - "ვისოლი"

BM.GE

აჭარაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება - ბათუმში 2 500 მოსწავლე განახლებულ სკოლებში ისწავლის

აჭარაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება - ბათუმში 2 500 მოსწავლე განახლებულ სკოლებში ისწავლის

BM.GE

ბათუმის სასტუმროებში ტურისტების სეგმენტი იცვლება - როგორია ტენდენციები?

ბათუმის სასტუმროებში ტურისტების სეგმენტი იცვლება - როგორია ტენდენციები?

BM.GE

"მთვარე ჩვენია" - დონალდ ტრამპი

"მთვარე ჩვენია" - დონალდ ტრამპი

BM.GE