
საქონლის ხორცის იმპორტი 118%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ?
BM.GE|bm.ge
მიმდინარე წლის 5 თვეში საქონლის ხორცის იმპორტი 118%-ით გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, თუ 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 2.7 მლნ აშშ დოლარის 517 ტონა ხორცი იყიდა, მიმდინარე წელს იმპორტი 5.9 მლნ აშშ დოლარის 1 070 ტონა იყო.
bm.ge სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით TOP-5 იმპორტიორი ქვეყნის ჩამონათვალს გთავაზობთ.
• ბელარუსი - 3.02 მლნ აშშ დოლარის 543.5 ტონა; • უკრაინა - 2.3 მლნ აშშ დოლარის 470.3 ტონა; • რუსეთი - 260.4 ათასი აშშ დოლარის 48.3 ტონა; • აშშ - 151.5 ათასი აშშ დოლარის 4.4 ტონა; • ავსტრალია - 87.9 ათასი აშშ დოლარის 1.9 ტონა.
რაც შეეხება გაყინულ ხორცს, საქართველოში 5 თვეში 11.2 მლნ აშშ დოლარის 2 553 ტონა ხორცი შემოვიდა.
გაზიარება:
BM
BM.GE
წყარო: bm.ge