
მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ფასი კვლავ მცირდება
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კვლავ მცირდება. ამ დროისთვის ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე 75 დოლარამდეა შემცირებული, Brent-ის ტიპის საწვავზე კი - 79 დოლარამდე. ამერიკული WTI [West Texas Intermediate] 75 დოლარად ივაჭრება. გაიაფებულია რუსული Urals-ც და ბარელზე 66 დოლარს შეადგენს. წინა კვირასთან შედარებით, Brent 5%-ით, ხოლო Urals-ი 8%-ით გაიაფდა.
ნავთობის ფასმა შემცირება გასული კვირიდან დაიწყო, როცა აშშ-ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე გავრცელდა ინფორმაცია. კლების მიზეზი ბაზრის მოლოდინია, რომ ჰორმუზის სრუტე, რომლის გავლითაც მსოფლიოს ნავთობის მეხუთედი მიეწოდება, სრულად ამუშავდება. შესაბამისად, მიწოდებაში ის პრობლემები აღარ იქნება, რაც 28 თებერვლის შემდეგ გაჩნდა, როცა აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.
ვრცლად ამ თემაზე: მსოფლიოში ნავთობი იაფდება - როდის აისახება ეს ქართულ ბაზარზე?
BM.GE
წყარო: bm.ge