
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
ფორსაით ჯგუფმა მომხმარებლებს ახალი ციფრული პლატფორმა - FX Hub by Foresight წარუდგინა, რომელიც ვალუტის გაცვლის პროცესს უფრო მარტივს, სწრაფსა და მოგებიანს ხდის როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის.
ციფრული ფინანსური სერვისების განვითარების პარალელურად, მომხმარებლების მოთხოვნა სწრაფ, გამჭვირვალე და კომფორტულ სერვისებზე ყოველდღიურად იზრდება. სწორედ ამ საჭიროების საპასუხოდ შეიქმნა FX Hub - პლატფორმა, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ფორსაითის გამოცდილებას ფინანსურ სექტორში.
FX Hub მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ვალუტა ონლაინ მოგებიანი კურსით გადაცვალონ. სასურველი ვალუტის შეძენა (GEL, USD, EUR, RUB) FX Hub-ის პლატფორმაზე სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი. კონვერტაციის მარტივი ფორმის შევსების შემდგომ, მომხმარებელს აქვს საშუალება თანხა, როგორც ღია ბანკინგის საშუალებით, ისე მანუალურად გადმორიცხოს. გადმორიცხვიდან 15 წუთის ვადაში მომხმარებელი სასურველ ვალუტას საკუთარ ბანკის ანგარიშზე მიიღებს. აღნიშნული სერვისის მიღება თიბისი ბანკა და საქართველოს ბანკშია შესაძლებელი.
პლატფორმის შექმნის მთავარი იდეა იყო მომხმარებლისთვის ისეთი გამოცდილების შეთავაზება, სადაც ვალუტის მოგებიანი კურსით გაცვლა აღარ წარმოადგენს რთულ ან დროში გაწელილ პროცესს. FX Hub-ის კონცეფცია ეფუძნება მარტივ პრინციპს - ფინანსური სერვისები უნდა იყოს ხელმისაწვდომი, გამჭვირვალე და მომხმარებელისთვის მოგებიანი.
ონლაინ კონვერტაციის გარდა, FXHub ფლობს სავალუტო პუნქტს, სადაც კლიენტებს ნაღდი ფულის კონვერტაციაც შეუძლიათ. პუნქტი მდებაორებს თბილისში, ა. პუშკინის 6 ნომერში, თავოისუფლების მოედანთან.
FX Hub შექმნილია ფორსაით ჯგუფის მიერ, რომელიც FX Hub-ის გარდა ფლობს ლიცენზირებულ აქტივების მმართველ კომპანიასა და საბროკერო კომპანიას. ფორსაით ჯგუფი უკვე 4 წელზე მეტია ქმნის ინოვაციურ საინვესტიციო პროდუქტებს, როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის. აღსანიშნია, რომ ფორსაით ჯგუფში შემავალმა საბროკერო კომპანია ფორსაით ბროკერსმა 2025 წლის დეკემბერში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესის 200 მლნ ლარის ობლიგაციების ემისია განახორციელა.