
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში პატიმართა რაოდენობამ 2025 წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
ოფიციალური სტატისტიკით, 2025 წელს საქართველოს ჯამურად 22 767 მსჯავრდებული ჰყავდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია.
საქსტატი მონაცემებს 2001 წლიდან ინახავს და ამ დროის მანძილზე, წლის განმავლობაში ქვეყნის პენიტენციურ სისტემაში ყველაზე მეტი პირი გასულ წელს მოხვდა. ზრდა 2024 წელთან შედარებით 25.5% ზრდაა.
დანაშაულის საახების მიხედვით რიცხოვნობა კი 2025 წელს ასეთი იყო:
• განზრახ მკვლელობა: 53 • განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში: 56 • ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება: 158 • გაუპატიურება: 45 • ძარცვა: 279 • ყაჩაღობა: 83 • ქურდობა: 3 208 • ნარკოტიკული დანაშაული: 5 322 • ხულიგნობა: 98 • ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა: 733 • სხვა დანაშაული: 12 732
წლების მიხედვით საქართველოში პატიმართა რაოდენობა შემდეგნაირია:
• 2025 წელი – 22 767 პატიმარი • 2024 წელი – 16 961 პატიმარი • 2023 წელი – 18 547 პატიმარი • 2022 წელი – 18 850 პატიმარი • 2021 წელი – 15 412 პატიმარი • 2020 წელი – 12 980 პატიმარი • 2019 წელი – 16 748 პატიმარი • 2018 წელი – 15 846 პატიმარი • 2017 წელი – 14 517 პატიმარი • 2016 წელი – 15 640 პატიმარი • 2015 წელი – 15 139 პატიმარი • 2014 წელი – 16 776 პატიმარი • 2013 წელი – 15 166 პატიმარი • 2012 წელი – 10 922 პატიმარი • 2011 წელი – 18 153 პატიმარი • 2010 წელი – 19 940 პატიმარი • 2009 წელი – 18 354 პატიმარი • 2008 წელი – 20 804 პატიმარი • 2007 წელი – 21 170 პატიმარი • 2006 წელი – 16 911 პატიმარი • 2005 წელი – 9 168 პატიმარი • 2004 წელი – 9 071 პატიმარი • 2003 წელი – 8 110 პატიმარი • 2002 წელი – 8 579 პატიმარი • 2001 წელი – 8 897 პატიმარი
აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე საქართველო ევროპის საბჭოს 46 ქვეყანას შორის მეორე ადგილზეა პატიმრების ოდენობით. ყველა ქვეყანას შორის სიაში თურქეთი ლიდერობს 408 პატიმრით 100 000 მოსახლეზე, ხოლო საქართველო მეორე ადგილზეა 236.6 პატიმრით. ეს 2024 წლის მონაცემებია. 2025 წლის მონაცემები კი ივნისში გამოქვეყნდება.