მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. SARAJISHVILI-ს, ASKANELI-სა და ASKANELI V.S.O.P-ს სასმელების ფალსიფიცირებისთვის ერთ პირს ბრალი წარუდგინეს - საგამოძიებო სამსახური
SARAJISHVILI-ს, ASKANELI-სა და ASKANELI V.S.O.P-ს სასმელების ფალსიფიცირებისთვის ერთ პირს ბრალი წარუდგინეს - საგამოძიებო სამსახური

SARAJISHVILI-ს, ASKANELI-სა და ASKANELI V.S.O.P-ს სასმელების ფალსიფიცირებისთვის ერთ პირს ბრალი წარუდგინეს - საგამოძიებო სამსახური

BM.GE23 სექტემბერი, 2026, 14:33|bm.ge

SARAJISHVILI-ს, ASKANELI-სა და ASKANELI V.S.O.P-ს სასმელების ფალსიფიცირებისთვის ერთ პირს ბრალი წარუდგინეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ თბილისში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს და ერთ პირს ბრალი წარუდგინეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, კუსტარულ პირობებში, სპირტისა და სხვადასხვა დანამატის გამოყენებით, დაამზადა „SARAJISHVILI“-ს, „ASKANELI“-სა და „ASKANELI V.S.O.P“-ის ბრენდების ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი - სულ 97 ბოთლი.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უკანონოდ დამზადებული პროდუქცია", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს

BM.GE

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

BM.GE

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

BM.GE

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

BM.GE