მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სარეზერვო მოთხოვნების შემსუბუქებით ბანკებს $250 მლნ გამოუთავისუფლდებათ, რაც SME-ის დაკრედიტებაზე აისახება - უტიაშვილი
სარეზერვო მოთხოვნების შემსუბუქებით ბანკებს $250 მლნ გამოუთავისუფლდებათ, რაც SME-ის დაკრედიტებაზე აისახება - უტიაშვილი

სარეზერვო მოთხოვნების შემსუბუქებით ბანკებს $250 მლნ გამოუთავისუფლდებათ, რაც SME-ის დაკრედიტებაზე აისახება - უტიაშვილი

BM.GE8 მაისი, 2026, 16:37|bm.ge

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ სარეზერვო მოთხოვნების შემსუბუქებით კომერციულ ბანკებს დაახლოებით 250 მლნ დოლარის რესურსი გამოუთავისუფლდებათ.

როგორც BMG-სთან სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი BMG-სთან განმარტავს, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრების მოლოდინია, რამაც შესაძლოა, უცხოური ვალუტის სესხები საქართველოშიც გააძვიროს. შესაბამისად, ამ გავლენის შერბილების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა ბანკებს უცხოური ვალუტის რესურსი გამოუთავისუფლა.

დავით უტიაშვილის თქმით, სარეზერვო მოთხოვნების შემცირება პოზიტიურად აისახება როგორც საბანკო სექტორის შემოსავლებზე, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე.

“2024 წლის ბოლოს გავაკეთეთ ეს ცვლილება [სარეზერვო მოთხოვნების ზრდა]. მაშინ გვქონდა ასეთი სიტუაცია – ჩვენ ბაზარზე გვქონდა არაფუნდამენტური რყევები, როდესაც გაცვლითი კურსის გაუფასურების რისკები იყო და ეროვნულმა ბანკმა განახორციელა მაშინ ინტერვენციები. ბაზარზე ჭარბი უცხოური ვალუტის ლიკვიდობა დაგროვდა და ჩვენ გვქონდა შიში, რომ ეს უცხოური ვალუტის ლიკვიდობა ბანკებს შეიძლება სესხად გაეცათ რეალურ ეკონომიკაზე. ამის საპასუხოდ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული მაშინ და მაშინვე აღვნიშნეთ, რომ ეს იყო დროებითი ზომა.

ახლა ჩავთვალეთ, რომ ეს რისკები აღარ გვიდგას, ეს ჭარბი ლიკვიდობა აღარ არის ბაზარზე. ასევე ეროვნული ბანკი პირიქით, ინტერვენციებით დოლარს ყიდულობს და ჩვენს რეზერვებში აისახება. ამიტომ რისკები, რაც მაშინ გვქონდა, დღეს აღარ არის რელევანტური. რაც შეეხება დედოლარიზაციას, ჩვენ [სავალუტო სესხებზე] მილიონამდე ზღვრის ლიმიტით ვმართავთ. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ახლა დრო არის, დროებით შემოღებული ზომა უკან შეგვებრუნებინა. რეზერვების გამოთავისუფლება საბანკო სექტორისთვის დაახლოებით არის 250 მილიონი დოლარის ექვივალენტი და ეს ცხადია, გარკვეულწილად პოზიტიურად აისახება როგორც საბანკო სექტორის შემოსავლებზე, ასევე აისახება SME სეგმენტის დაკრედიტებაზე უცხოურ ვალუტაში, მათთვისაც ეს სესხი იქნება უფრო ხელმისაწვდომი. ამ მხრივ პოზიტიური გავლენა ექნება, თუმცა ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე იყო მიღებული, რომ უცხოურ ვალუტაში ვხედავთ, რომ გლობალურად ფინანსური პირობები ნელ-ნელა მკაცრდება. იქიდან გამომდინარე, რომ გლობალურად ინფლაცია მაღალი ტემპით მიდის, შეიძლება ცენტრალურმა ბანკებმა, როგორც დოლარში, ისე ევროში გაამკაცრონ მონეტარული პოლიტიკა. ამიტომ ეს რომ უფრო მკვეთრად არ გადაეცეს ჩვენს ეკონომიკას, სწორედ აქეთკენ იყო მიმართული ეს პოლიტიკა”, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტის დეპოზიტებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით შეუმცირა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბანკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 121 სტატია.

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართებატვ პირველი
  • POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოსიმედი
  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • „საქართველოს ბანკის“ ფილიალში კაცი შეიჭრა და ისროლა – შსსნეტგაზეთი
ბანკის →

მსგავსი სტატიები

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE

FIFA-ს შვილობილი კომპანიის შექმნა და მსოფლიო ჩემპიონატის წილების გაყიდვა - ჯანი ინფანტინოს სკანდალური ინიციატივა

FIFA-ს შვილობილი კომპანიის შექმნა და მსოფლიო ჩემპიონატის წილების გაყიდვა - ჯანი ინფანტინოს სკანდალური ინიციატივა

BM.GE

OpenAI-მ ივლისში იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე მთელ მე-2 კვარტალში - კომპანიის CFO

OpenAI-მ ივლისში იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე მთელ მე-2 კვარტალში - კომპანიის CFO

BM.GE

ენერგეტიკაში EU-ის რეგულაციები და თამაშის წესები განჭვრეტადობას მოგვცემს - თორნიკე დარჯანია

ენერგეტიკაში EU-ის რეგულაციები და თამაშის წესები განჭვრეტადობას მოგვცემს - თორნიკე დარჯანია

BM.GE