მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სარფის" საბაჟოზე დააკავეს ერთი პირი, რომელმაც მანქანით სხვადასხვა ნივთში დამალული 1 215 გრამი ოქრო გადმოიტანა
"სარფის" საბაჟოზე დააკავეს ერთი პირი, რომელმაც მანქანით სხვადასხვა ნივთში დამალული 1 215 გრამი ოქრო გადმოიტანა

"სარფის" საბაჟოზე დააკავეს ერთი პირი, რომელმაც მანქანით სხვადასხვა ნივთში დამალული 1 215 გრამი ოქრო გადმოიტანა

BM.GE30 ივლისი, 2026, 14:55|bm.ge

"სარფის" საბაჟოზე დააკავეს ერთი პირი, რომელმაც მანქანით სხვადასხვა ნივთში დამალული 1 215 გრამი ოქრო გადმოიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, თავისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით, სხვადასხვა ნივთში მალულად განთავსებული 1 215.52 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანა, რომლის საბაჟო ღირებულება 246 857 ლარს შეადგენს", - იტყობინება საგამოძიებო სამსახური.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ღვინის სერტიფიკატის საფასური მცირე მარნებისთვის გამოწვევაა - "ნოდოს მეღვინეობა"

ღვინის სერტიფიკატის საფასური მცირე მარნებისთვის გამოწვევაა - "ნოდოს მეღვინეობა"

BM.GE

Bulgari-მ აშშ-ში პირველი საჯარო არტ-ინსტალაცია წარადგინა

Bulgari-მ აშშ-ში პირველი საჯარო არტ-ინსტალაცია წარადგინა

BM.GE

რეგულაციები აყალიბებს ხელსაყრელ გარემოს, ახმეტაში მომხდარის მსგავსი პროვოკაციული მოვლენებისთვის - დავით კილაძე

რეგულაციები აყალიბებს ხელსაყრელ გარემოს, ახმეტაში მომხდარის მსგავსი პროვოკაციული მოვლენებისთვის - დავით კილაძე

BM.GE

ექიმს არ უნდა უწევდეს ფიქრი, რომ პაციენტის ტანჯვის შესამსუბუქებელმა ნაბიჯმა შესაძლოა, სანქცია გამოიწვიოს - ამირან გამყრელიძე

ექიმს არ უნდა უწევდეს ფიქრი, რომ პაციენტის ტანჯვის შესამსუბუქებელმა ნაბიჯმა შესაძლოა, სანქცია გამოიწვიოს - ამირან გამყრელიძე

BM.GE