მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სასკოლო ფორმები საქართველოშია - როდიდან დაიწყება გაყიდვა?
სასკოლო ფორმები საქართველოშია - როდიდან დაიწყება გაყიდვა?

სასკოლო ფორმები საქართველოშია - როდიდან დაიწყება გაყიდვა?

BM.GE12 აგვისტო, 2026, 01:40|bm.ge

განათლების სამინისტროს "საგანმანათლებლო რესურსების" ინფორმაციით, სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია და პირველკლასელთა ფორმების გაყიდვა 1-14 სექტემბრის პერიოდში იგეგმება.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფორმების დასაწყობება, უახლოეს დღეებში კი მათი მიწოდება დაიწყება დიდ ქალაქებსა და რეგიონებში. უახლოეს პერიოდში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, სად გაიხსნება სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტები სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონებში. პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება. II-VI კლასელებისთვის სასკოლო ფორმების მიღება საქართველოში ორ ეტაპად, 15 ოქტომბერსა და 30 ნოემბერს განხორციელდება", - აღნიშნულია "საგანმანათლებლო რესურსების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განათლების სამინისტრომ ჯერ ისევ არ იცის, ზუსტად რა ადგილებში შეძლებენ მშობლები დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეძენას - ამის შესახებ უწყებაში bm.ge-ს დამაზუსტებელი კითხვის პასუხად განუცხადეს.

9 აგვისტოს მინისტრმა გივი მიქანაძემ გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც დეტალურადაა საუბარი იმაზე, თუ რატომ გახდა საჭირო ფორმები, რა ეღირება, როდის მოხდება მიწოდება, რომელი ლაბორატორიების ტესტირება გაიარა, თუმცა არაფერი ითქვამს, კონკრეტულად სად შეძლებენ მშობლები ყიდვას.

უწყებაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე იქმნება საიტი, სადაც მშობლებს ონლაინაც შეეძლებათ ფორმების შესყიდვა, ფიზიკურად შესყიდვისთვის ზუსტი ლოკაციები კი ამ ეტაპზე ზუსტდება და აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი.

ვრცლად ამ თემაზე: სამინისტრომ ჯერ ისევ არ იცის, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

200-მეგავატიანი ელექტროდამაგროვებლის მშენებლობის საზედამხედველო ტენდერი გახანგრძლივდა

200-მეგავატიანი ელექტროდამაგროვებლის მშენებლობის საზედამხედველო ტენდერი გახანგრძლივდა

BM.GE

Toyota აშშ-დან 508 354 ავტომობილს უკან გაიწვევს

Toyota აშშ-დან 508 354 ავტომობილს უკან გაიწვევს

BM.GE

სრული დოკუმენტი, რომლითაც სამინისტრო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პარამეტრების შემცირებას ითხოვს

სრული დოკუმენტი, რომლითაც სამინისტრო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პარამეტრების შემცირებას ითხოვს

BM.GE

სახელმწიფო ავტოსკოლების დამატებით რეგულირებასა და ინსტრუქტორთა სერტიფიცირებას გეგმავს

სახელმწიფო ავტოსკოლების დამატებით რეგულირებასა და ინსტრუქტორთა სერტიფიცირებას გეგმავს

BM.GE