მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სასტუმრო "პაბელონი" ზაფხულის ტურისტულ სეზონზე 80%-იანი დატვირთვით მუშაობდა - გენერალური მენეჯერი
სასტუმრო "პაბელონი" ზაფხულის ტურისტულ სეზონზე 80%-იანი დატვირთვით მუშაობდა - გენერალური მენეჯერი

სასტუმრო "პაბელონი" ზაფხულის ტურისტულ სეზონზე 80%-იანი დატვირთვით მუშაობდა - გენერალური მენეჯერი

BM.GE1 სექტემბერი, 2026, 19:29|bm.ge

"ჩვენი წლევანდელი სეზონი ძალიან დატვირთული იყო", - ამბობს ყვარელში მდებარე სასტუმრო "პაბელონის" გენერალური მენეჯერი, თამარ ახალბედაშვილი BMG-სთან საუბრისას და აღნიშნავს, რომ 2026 წლის ზაფხულის განმავლობაში, გასულ წელთან შედარებით, 62%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მათთვის განსაკუთრებულად აქტიური აგვისტოს მეორე ნახევარი აღმოჩნდა. "დაახლოებით 62%-იანი ზრდა გვქონდა გასულ წელთან შედარებით, თუმცა აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გასულ წელს სასტუმრო ახალი გახსნილი იყო და აქედან გამომდინარე გასულ წელთან შედარება ბოლომდე მართებული არ იქნება.

საერთო ჯამში, ზაფხულის სეზონის განმავლობაში ჩვენ თითქმის 80%-იანი დატვირთვა გვქონდა და აგვისტოს მეორე ნახევარი 100%-იანი დატვირთვით ვიმუშავეთ", - აღნიშნავს "პაბელონის" მენეჯერი. მისივე ცნობით, სასტუმროს ვიზიტორების დიდი ნაწილი ქართველები არიან, რასაც რეგიონის დედაქალაქთან სიახლოვეც ხელს უწყობს. უცხოელი ტურისტების შემთხვევაში კი გამორჩეული აქტივობით დიდი ბრიტანეთის, ისრაელისა და ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები გამოირჩეოდნენ.

ამჟამად კი სასტუმრო "პაბელონს" რთველის პერიოდის ჯავშნების მიღებაც დაწყებული აქვს: " შემოდგომის პერიოდზე ვერ ვიტყვი რომ ზაფხულთან შედარებით გაცილებით ნაკლებია - საკმაოდ დიდი არის მოთხოვნა, როგორც ღონისძიებების ნაწილში, ასევე ინდივიდუალური სტუმრების ნაწილშიც. ზამთრის პერიოდზეც მოთხოვნა გვაქვს, მაგრამ ზამთრის პერიოდზე,რა თქმა უნდა, შედარებით ნაკლები, ვიდრე დავუშვათ შემოდგომაზე. პროცენტულად ცოტა გამიჭირდება რომ გითხრათ რამდენი პროცენტია, მაგრამ ალბათ 70%-იან დატვირთვას მივუახლოვდებით", - აცხადებს თამარ ახალბედაშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ივლისსა და აგვისტოში რეკორდული მონაცემები გვქონდა“ - სასტუმრო Glarros OldTown

„ივლისსა და აგვისტოში რეკორდული მონაცემები გვქონდა“ - სასტუმრო Glarros OldTown

BM.GE

კონგოში ებოლათი ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 000-ს გადააჭარბა

კონგოში ებოლათი ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 000-ს გადააჭარბა

BM.GE

ხონში ფიზიკური პირი ყველს კრიტიკული დარღვევებით აწარმოებდა - სეს-მა ობიექტი დააჯარიმა

ხონში ფიზიკური პირი ყველს კრიტიკული დარღვევებით აწარმოებდა - სეს-მა ობიექტი დააჯარიმა

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

BM.GE