მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სასტუმროს ნომრის ფასები გაიზარდა - რა ღირს განთავსება თბილისსა და ბათუმში?
სასტუმროს ნომრის ფასები გაიზარდა - რა ღირს განთავსება თბილისსა და ბათუმში?

სასტუმროს ნომრის ფასები გაიზარდა - რა ღირს განთავსება თბილისსა და ბათუმში?

BM.GE22 ოქტომბერი, 2026, 22:19|bm.ge

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, III კვარტალში თბილისსა და ბათუმში სასტუმროებში განთავსება გაძვირდა. თბილისში ნომრის საშუალო დღიური ფასი წლიურად 7 დოლარით, ხოლო ბათუმში 16 დოლარით არის გაზრდილი.

საინვესტიციო ბანკის ტურიზმის შეჯამება აჩვენებს, რომ 2026 წლის III კვარტალში სასტუმროების ძირითადი მაჩვენებლები გაუმჯობესდა, რითაც ივნისში დაწყებული აღდგენის ტენდენცია გაგრძელდა. ორივე ქალაქში დატვირთულობა გაიზარდა, ხოლო ნომრის საშუალო დღიური ფასის (ADR) ზრდა უფრო ძლიერი ბათუმში იყო.

კერძოდ, თბილისში სასტუმროების საშუალო დატვირთულობა 2025 წლის III კვარტალის 75%-დან 79%-მდე, ხოლო ნომრის საშუალო დღიური ფასი (ADR) 87 აშშ დოლარიდან 94 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ბათუმში დატვირთულობა 82%-დან 84%-მდე, ხოლო ADR — 119 აშშ დოლარიდან 135 აშშ დოლარამდე არის გაზრდილი.

მათივე ცნობით, Airbnb-ის მოთხოვნაც გაზრდილია: დაჯავშნილი ღამეების რაოდენობა თბილისში წლიურად 16%-ით, 354 ათასამდე, ხოლო ბათუმში 12%-ით, 174 ათასამდე გაიზარდა. თბილისში ADR 2025 წლის III კვარტალის 45 აშშ დოლარიდან 47 აშშ დოლარამდე გაიზარდა, ბათუმში კი უცვლელი დარჩა და 48 აშშ დოლარი შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა უპირატესობებს აერთიანებს SUPER ნაკრები საქართველოს ბანკისგან?

რა უპირატესობებს აერთიანებს SUPER ნაკრები საქართველოს ბანკისგან?

BM.GE

ლარის სესხების ნაწილი გაიაფდა - როგორ შეიცვალა საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე?

ლარის სესხების ნაწილი გაიაფდა - როგორ შეიცვალა საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე?

BM.GE

2027 წელს UFC ღონისძიებას საქართველოში ჩაატარებს - დანა უაითი

2027 წელს UFC ღონისძიებას საქართველოში ჩაატარებს - დანა უაითი

BM.GE

"რუსეთთან ურთიერთობის სპეციალური წარმომადგენლის მანდატის გაფართოება საფრთხის შემცველია" - დიპლომატთა საზოგადოება

"რუსეთთან ურთიერთობის სპეციალური წარმომადგენლის მანდატის გაფართოება საფრთხის შემცველია" - დიპლომატთა საზოგადოება

BM.GE