მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სასურსათო კალათის 13 პროდუქტის ღირებულება 15%-ით შემცირდა | ირაკლი ლექვინაძე ekalata-ს შედეგებზე
სასურსათო კალათის 13 პროდუქტის ღირებულება 15%-ით შემცირდა | ირაკლი ლექვინაძე ekalata-ს შედეგებზე

სასურსათო კალათის 13 პროდუქტის ღირებულება 15%-ით შემცირდა | ირაკლი ლექვინაძე ekalata-ს შედეგებზე

BM.GE26 ოქტომბერი, 2026, 18:54|bm.ge

2026 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტის ღირებულება დაახლოებით 15%-ით, ხოლო 10 არასასურსათო პროდუქტის ღირებულება დაახლოებით 32%-ით შემცირდა. ამის შესახებ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის კითხვის პასუხად განაცხადა.

კერძოდ, ბერეკაშვილმა ლექვინაძეს სთხოვა, შეეჯამებინა ფასების შედარების პორტალის ekalata.gov.ge ამოქმედებიდან სექტემბრის ბოლომდე სასურსათო და არასასურსათო კალათების ღირებულების ცვლილება.

„ივლისში, როდესაც დაიწყო პროექტი, პორტალის ჩაშვება, იყო დაახლოებით 43 ლარი 13 სასურსათო საბაზისო პროდუქტის ღირებულება და დღევანდელი მონაცემებით არის დაახლოებით 36 ლარი და 50 თეთრი. ანუ თუ ჩვენ შევხედავთ, ეს არის დაახლოებით 15%-იანი კლება სამთვიან ჭრილში. იგივე შემიძლია გითხრათ არასასურსათოზე: დაახლოებით 38 ლარი 10 საბაზისო არასასურსათო პროდუქტზე და დღევანდელი მონაცემებით დაახლოებით არის 26 ლარის მაჩვენებელი“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, პორტალზე ფასები ყოველდღიურად ახლდება და მომხმარებლებს სხვადასხვა სავაჭრო ქსელის შეთავაზებების შედარება მობილური აპლიკაციის საშუალებითაც შეუძლიათ. მისი განმარტებით, ფასების გამჭვირვალობა კონკურენციას ზრდის და კომპანიები დაბალი ფასის შეთავაზების ლიდერებს ხშირად ცვლიან.

„გვაქვს ლიდერების დაფა, გვაქვს ლიდერი კომპანიები, ვინც ყველაზე მეტად დააკლო აღნიშნულ პროდუქტებს და თვეში რამდენჯერმე იცვლებიან კომპანიები, როდესაც უყურებენ ერთმანეთის ფასებს. და ფასების გამჭვირვალობა ყოველთვის პოზიტიურად მოქმედებს“, - აღნიშნა ლექვინაძემ.

მისივე ინფორმაციით, პორტალი შესაძლო დანაზოგსაც ითვლის. ლექვინაძის განმარტებით, საიტზე განთავსებული პროდუქტების თითო ერთეულის შეძენისას შესაძლო დანაზოგის ჯამური მაჩვენებელი წინა თვეში დაახლოებით 2 500 ლარი იყო. ამ თანხის გაყიდული პროდუქციის რაოდენობაზე გადამრავლებით, მისი შეფასებით, დანაზოგი რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს შეიძლება შეადგენდეს.

სააგენტო წლის ბოლოს სავაჭრო ქსელებისგან აღნიშნული პროდუქტების გაყიდვების მოცულობების მიღებას გეგმავს, რათა ექვსთვიან პერიოდში მომხმარებლების მიერ რეალურად დაზოგილი თანხა შეაფასოს.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ წარმოდგენილი მონაცემები 16 სავაჭრო ქსელში 13 სასურსათო და 10 არასასურსათო პროდუქტის საუკეთესო შეთავაზებებს ასახავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

400-მდე სამედიცინო სერვისზე 100%-ზე მეტი ფასნამატია - მონიტორინგი წლის ბოლომდე დასრულდება|ლექვინაძე

400-მდე სამედიცინო სერვისზე 100%-ზე მეტი ფასნამატია - მონიტორინგი წლის ბოლომდე დასრულდება|ლექვინაძე

BM.GE

GPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ

GPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ

BM.GE

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

BM.GE

სინგაპურში მიღწეული შეთანხმებებით ქართული სტარტაპ სისტემა საინტერესო მექანიზმებით ისარგებლებს - ავთანდილ კასრაძე

სინგაპურში მიღწეული შეთანხმებებით ქართული სტარტაპ სისტემა საინტერესო მექანიზმებით ისარგებლებს - ავთანდილ კასრაძე

BM.GE