მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სატაცურის სეზონი პიკშია - "ოზაანი" მოსავლის 25%-იან ზრდას ელის|რა ღირს ქართული სატაცური?
სატაცურის სეზონი პიკშია - "ოზაანი" მოსავლის 25%-იან ზრდას ელის|რა ღირს ქართული სატაცური?

სატაცურის სეზონი პიკშია - "ოზაანი" მოსავლის 25%-იან ზრდას ელის|რა ღირს ქართული სატაცური?

BM.GE13 მაისი, 2026, 03:57|bm.ge

სატაცურის მწარმოებელი კოოპერატივი “ოზაანი” მიმდინარე სეზონზე წარმადობის ზრდას ელოდება. კოოპერატივის ხელმძღვანელის, ჯაბა გიგოლაშვილის ინფორმაციით, წელს მოსავლის მოცულობა დაახლოებით 25%-ით გაიზრდება და 15 ტონამდე მიაღწევს.

მისი თქმით, სეზონის დაწყება ამინდის გამო შეფერხდა. ცივმა და ნალექიანმა პირობებმა მოსავლის აღება გადაავადა და აქტიური კრეფა მხოლოდ ცოტა ხნის წინ დაიწყო. ამჟამად კი, როგორც ფერმერი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, სეზონი პიკშია და ინტენსიური კრეფა დაახლოებით ერთი-ორი კვირა კიდევ გაგრძელდება.

„სიცივეების გამო ხელი შეგვეშალა, ახლა კი კრეფის აქტიური ფაზაა. მოსავალი ხარისხიანია, თუმცა ფასები საკმაოდ ცვალებადია - კილოგრამის ფასი 12-დან 15 ლარამდე მერყეობს. ქსელურ მაღაზიებში კი უფრო მაღალია“, - აცხადებს გიგოლაშვილი.

მისივე განმარტებით, პროდუქციის რეალიზაცია ძირითადად მსხვილ ქსელურ მარკეტებზე ხდება, მათ შორის “ნიკორასა” და “კარფურში, ასევე თანამშრომლობა აქვთ “აგროჰაბთანაც”.

საგულისხმოა, რომ კოოპერატივი, რომელიც ამჟამად 8 ჰექტარზე მუშაობს, ყოველ ერთ-ორ წელიწადში ფართოვდება. “ოზაანში” გასულ წელს დამატებით 2 ჰექტარი პლანტაცია გაშენდა, რამაც წელს უკვე გაზრდილი მოცულობების აღების შესაძლებლობა მისცა. ჯაბა გიგოლაშვილის განმარტებით, კომპანიის მიზანია, უახლოეს პერიოდში 10 ჰექტარამდე გაფართოება, რის შემდეგაც უკვე ექსპორტის მიმართულების განვითარებას გეგმავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE