მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საწვავის ფასი კიდევ გაიზარდა - რიგ გასამართ სადგურებზე ევრორეგულარის ფასი 4 ლარს აჭარბებს
საწვავის ფასი კიდევ გაიზარდა - რიგ გასამართ სადგურებზე ევრორეგულარის ფასი 4 ლარს აჭარბებს

საწვავის ფასი კიდევ გაიზარდა - რიგ გასამართ სადგურებზე ევრორეგულარის ფასი 4 ლარს აჭარბებს

BM.GE8 ოქტომბერი, 2026, 16:10|bm.ge

მსოფლიო ბაზარზე საწვავის ზრდის ფონზე, საქართველოში ნავთობ-იმპორტიორებმა დღეს ფასი დამატებით გაზარდეს.

უკანასკნელ დღეებში ფასები საშუალოდ 6-10 თეთრით დაკორექტირდა და ევრორეგულარის ფასმა 3.95-4.08 ლარს მიაღწია; პრემიუმის ღირებულება 4.25-4.32 ლარამდე გაიზარდა; სუპერის მარკის საწვავი 4.40-4.60 ლარამდე გაიზარდა; დიზელის კატეგორიის საწვავზე კი ფასი 4.93-5.07 ლარის ფარგლებში გაიზარდა. ხოლო ბოლო თვენახევარში კი ქვეყანაში საწვავის ფასების კორექტირება 25-56 თეთრის ფარგლებშია.

გარდა საცალო მომხმარებლებისა, საწვავის ფასები გაიზარდა მთავრობისთვისაც, რომლისთვისაც ფასების გადათვლა ყოველთვიურად ხორციელდება. ოქტომბრიდან აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მთავრობისთვის ლიტრი რეგულარის მარკის საწვავი 41 თეთრით 3.60 ლარამდე გაიზარდა; პრემიუმის მარკის საწვავი ასევე 41 თეთრით, 3.63 ლარამდე გაიზარდა, სუპერის ფასი 42 თეთრით, 3.94 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ევროდიზელის ფასი 48 თეთრით, 4.49 ლარამდე გაიზარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Type 01:  „იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა

Type 01:  „იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა

BM.GE

საპენსიო ფონდის ზომამ ₾10.1 მილიარდს გადააჭარბა - რომელი პორტფელია ყველაზე შემოსავლიანი?

საპენსიო ფონდის ზომამ ₾10.1 მილიარდს გადააჭარბა - რომელი პორტფელია ყველაზე შემოსავლიანი?

BM.GE

გრიგოლეთი-ქობულეთის დარჩენილ 3-კილომეტრიან, ვადაგადაცილებულ მონაკვეთზე მუშაობა გრძელდება

გრიგოლეთი-ქობულეთის დარჩენილ 3-კილომეტრიან, ვადაგადაცილებულ მონაკვეთზე მუშაობა გრძელდება

BM.GE

გურიაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ₾1.5 მილიონზე მეტი დაიხარჯება

გურიაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ₾1.5 მილიონზე მეტი დაიხარჯება

BM.GE