მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "საწვავის გაყიდვების შემცირებამ, მარაგების ხანგრძლივობა 50 დღემდე გაგვიზარდა" - ვასილ ხორავა
"საწვავის გაყიდვების შემცირებამ, მარაგების ხანგრძლივობა 50 დღემდე გაგვიზარდა" - ვასილ ხორავა

"საწვავის გაყიდვების შემცირებამ, მარაგების ხანგრძლივობა 50 დღემდე გაგვიზარდა" - ვასილ ხორავა

BM.GE30 აპრილი, 2026, 19:16|bm.ge

„ვისოლის“ გენერალური დირექტორის განმარტებით, ქვეყანაში მარტში ეკონომიკურმა აქტივობამ იკლო და კომპანიების მხრიდან საწვავზე, ძირითადად, დიზელზე მოთხოვნა და შესაბამისად გაყიდვები შემცირდა. ამ გარემოებამ კი მათი საწვავის მარაგების ხანგრძლივობა გაზარდა, რამაც კომპანიას საშუალება მისცა ბენზინის და დიზელის ფასი იმაზე ნაკლებად გაეზარდა, ვიდრე ეს შეიძლებოდა.

ფასების საპარლამენტო კომისიის“ სხდომაზე ვასილ ხორავამ უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის გიორგი შარაშიძის კითხვას - „რა პერიოდის განმავლობაში უნდა მოგვცეს არსებულმა მარაგებმა არსებული ფასის შენარჩუნების შესაძლებლობა?“ ხორავას თქმით, კომპანიის საწვავის მარაგების ხანგრძლივობა თითქმის გაორმაგებულია და ამგვარად ახერხებენ ისინი „დაბალი ფასის“ შენარჩუნებას.

„ჩვენ საწვავის 20 და 30-დღიანი მარაგი ფაქტობრივად 2 თვეზე განვაზოგადეთ. ამისი კიდევ ერთი ინდიკატორია - მარტში შემცირებული მოხმარება. როდესაც ჩვენ ვიღებდით მარტში მარაგებს, გათვლა 30 დღემდე გვქონდა. იმ რეალიზაციის პირობებში როდესაც ეკონომიკა გაცილებით აქტიური იყო, ბაზარზე ტურბულენცია არ იყო... მაგრამ მარაგების მოცულობები საწვავის ფასებთან პირდაპირ კავშირშია ანუ თუ ნახეთ ჩვენი არსებული ნაშთებით 20-30 დღეზე მეტი გვესარგებლა და ფასი შეგვენარჩუნებინა, ჩვენი კომპანია მარაგებიდან გამომდინარე საწვავის დაბალი ფასის ერთ-ერთი განმაპირობებელია. როდესაც ჩვენ მარაგები გვაქვს, სხვაც იძულებულია, რომ ამ ფასზე ძვირად არ გაყიდოს - ეს კონკურენციის შედეგია.

ჩვეულებრივ პირობებში 20-30 დღის მარაგები გვქონდა, მაგრამ რეალიზაციის შემცირების გამო მარაგების მოცულობების ხანგრძლივობა 50 დღემდე გაგვეზარდა. განსაკუთრებით ეს შეეხო დიზელს, რადგან ბევრ დიდ პროექტებთან მიმართებით თავშეკავება მოხდა და ეს ინდუსტრიები ინდექსაციას ითხოვენ, რადგან მათ გეგმაში სასწვავის ფასი ჰქონდათ და დღეს ფასი გაზრდილია. ამან გამოიწვია საწვავის მოხმარებაზე თავის შეკავება. შესაბამისად, ჩვენი მოხმარების კორპორაციული ფლანგის მხრიდან მოთხოვნა შედარებით შემცირებულია, იმის გათვალისწინებით, რომ ფასებზე არ იყო ელასტიური რეალიზაცია, როგორიც წინა პერიოდში იყო“, - განაცხადა ვასილ ხორავამ და დასძინა: „ქვეყანაში ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენი კომპანიის გადმოსახედიდან 20-30 დღის მარაგის არსებობაა რეკომენდებული, გააჩნია რომელი პროდუქტი მოგაქვს, იქ არის მაგალითად მაღალოქტანიანი „სუპერი“, რომელიც ბაზარზეა წარმოდგენილი, შეიძლება მისი ციკლი იყოს 45-50-დღიანი, არის ე.წ. სწრაფად ბრუნვადი პროდუქტები, რომელთა მარაგები შეიძლება იყოს 20-25 დღის განმავლობაში.

დღეს, 30 აპრილია და ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენს მომხმარებელს მარაგების საფუძველზე ვასარგებლებთ, იმიტომ ევროპაში უფრო მეტად გაიზარდა ფასი, და ჩვენთან თითქმის ნახევარი ნიშნულით არის მომატებული, ვიდრე ევროპაში“.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE