მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საწვავზე ფასის შემცირებას უახლოეს დღეებში დავიწყებთ - Wissol
საწვავზე ფასის შემცირებას უახლოეს დღეებში დავიწყებთ - Wissol

საწვავზე ფასის შემცირებას უახლოეს დღეებში დავიწყებთ - Wissol

BM.GE17 ივნისი, 2026, 23:55|bm.ge

აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ფონზე, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობზე ფასის შემცირების ტენდენცია გრძელდება.

ბოლო 2 კვირის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე (Platts-ის ნიშნულით) საწვავის ფასი ტონაზე დაახლოებით 100-150 დოლარით შემცირდა. აქედან გამომდინარე ნავთობიმპორტიორი კომპანიები საცალო ქსელებში საწვავზე ფასის ეტაპობრივ კლებას გეგმავენ.

როგორც “ვისოლის” გენერალური დირექტორი bm.ge-სთან აცხადებს, ფასების კლება ყველაზე მეტად დიზელს შეეხება, რადგან მარტის თვიდან მისი ფასი ბენზინთან შედარებით უფრო მკვეთრად გაიზარდა (დიზელი გაძვირდა 1.20 ლარით, ბენზინი კი 60 თეთრით). შესაბამისად, კლების წილიც დიზელზე მეტი იქნება.

“მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში ამ პოზიტიურმა ცვლილებებმა გავლენა იქონია „პლაცის“ ნიშნულებზე. დღეს ჩვენ გვაქვს ტონაზე დაახლოებით 100-150 დოლარით დაკორექტირებული ფასები შემცირებისკენ, რომელიც საშუალებას გვაძლევს მიმდინარე იმპორტის პირობებში მოვახდინოთ ფასების შემცირება. რა თქმა უნდა, ამ პროდუქტის იმპორტი ეტაპობრივად ხორციელდება და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში [დავიწყებთ ფასის შემცირებას], განსაკუთრებით ეს ეხება დიზელის პროდუქტს, იმიტომ რომ ბენზინი ისე არ გაიზარდა, როგორც დიზელი. ჩვენ რომ ავიღოთ ნიშნულები ციფრებში გამოხატული, დაახლოებით მარტის თვიდან ლარი და 20-ით იყო გაზრდილი ფასი დიზელზე და 60 თეთრით ბენზინზე. შესაბამისად, ცვლილების ყველაზე დიდი წილი ამ შემთხვევაში კლების კუთხით იქნება დიზელზე და ეტაპობრივად, ჯერ დიზელზე დავიწყებთ ფასების ცვლილებას უახლოეს დღეებში. დავაკვირდებით ტრენდს, ბუნებრივია ერთი სული გვაქვს, რომ ჩვენც ახალი იმპორტი განვახორციელოთ რაც შეიძლება სწრაფად, დროულად, რომ მოვახდინოთ საწვავის მარაგების შევსება შედარებით იაფი პროდუქტებით და ეს ყველაფერი ასახვას პოვებს, რა თქმა უნდა, ჩვენს საცალო ქსელში ფასებზე...

15-20 დღის „პლაცის“ ნიშნული გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეტაპობრივი ფასების შემცირებისკენ დავიწყოთ მოძრაობა”,-აცხადებს ვასილ ხორავა.

17 ივნისის მდგომარეობით "ვისოლის"ქსელში საწვავის ფასი ასე გამოიყურება:

დღევანდელ სავაჭრო სესიაზე ბარელი Brent თითქმის $79-მდე დაეცა, ხოლო ამერიკული WTI-ის ფასი 76 დოლარამდე შემცირდა. რაც შეეხება რუსულ Urals-ს, მისი ფასი 67 დოლარამდეა შემცირებული, რაც ერთ თვეში 37%-იანი კორექციაა. საერთო ჯამში, მაისში დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, ნავთობი საშუალოდ 40%-ით არის გაიაფებული.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოლიდარობა, ფასების შედარება და AI განათლება - Re:school პროექტებზე

სოლიდარობა, ფასების შედარება და AI განათლება - Re:school პროექტებზე

BM.GE

ჰაკერული ჯგუფი აცხადებს, რომ Novo Nordisk-ზე კიბერთავდასხმა განახორციელა და $25 მილიონს სძალავდა

ჰაკერული ჯგუფი აცხადებს, რომ Novo Nordisk-ზე კიბერთავდასხმა განახორციელა და $25 მილიონს სძალავდა

BM.GE

SpaceX-ი კვარტალურ და წლიურ ფინანსურ ანგარიშებს მხოლოდ საკუთარ პლატფორმებზე გაავრცელებს

SpaceX-ი კვარტალურ და წლიურ ფინანსურ ანგარიშებს მხოლოდ საკუთარ პლატფორმებზე გაავრცელებს

BM.GE

Intel-მა უახლესი ჩიპების წარმოება დაიწყო

Intel-მა უახლესი ჩიპების წარმოება დაიწყო

BM.GE