
„GROSSMANN“ - 50%-მდე ფასდაკლება შენი უბნის სამშენებლო მაღაზიების ქსელში
ყველაფერი მშენებლობისა და რემონტისთვის ერთ სივრცეში სახლთან ახლოს— ფართო არჩევანი, გამჭვირვალე ფასები, მიტანის სერვისი და ნოემბრის შეთავაზებები.
ნოემბერში უბნის სამშენებლო მაღაზიათა ქსელ „გროსსმანში“ განსაკუთრებული შეთავაზებები მოქმედებს. მსოფლიო ბრენდების პროდუქციაზე მომხმარებელს 50%-მდე ფასდაკლება დახვდება.
ეს კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც სახლის მშენებლობას ან რემონტს გეგმავს, ახალი ხელსაწყოების შეძენა სურს ან ყოველდღიური საჭიროების ნივთების უფრო ხელსაყრელ ფასად ყიდვას აპირებს. კამპანიის შეთავაზებების გაცნობა შესაძლებელია„გროსსმანნის“ ოთხივე ფილიალში და ონლაინმაღაზიაში — www.grossmann.ge.
„გროსსმანნი“ საქართველოს ბაზარზე 2024 წელს გამოჩნდა. კომპანიის იდეა მარტივია — მომხმარებელს მშენებლობისთვის, რემონტისა და სახლის მოვლისთვის საჭირო პროდუქციის შეძენა ერთ სივრცეში, საკუთარ სახლთან ახლოს შეეძლოს. მაღაზიებში წარმოდგენილია მსოფლიოს 200 ზე მეტი წამყვანი მწარმოებლის სამშენებლო და სარემონტო მასალები, ხელისა და ელექტრო ხელსაწყოები, ელექტრო საქონელი, სანტექნიკა, საღებავები, ბაღის მოვლის საშუალებები და სხვა მრავალი პროდუქტი.
“მომხმარებლის ნდობა ყოველდღიურად უნდა მოიპოვო”
„გროსსმანნის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ვახტანგ კაჭარავას თქმით, კომპანია ჯერ განვითარების საწყის ეტაპზეა და მისი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლის ნდობის მოპოვება და განმტკიცებაა.
„გროსსმანნი“ დანიშნულებაა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ საკუთარი სახლის, ბინის, ბაღისა თუ დაწესებულების შენების, განვითარებისა და მოვლის ხალისი. ჩვენი საქმიანობის მხოლოდ მეორე წელია, თუმცა მიღწეული შედეგები გვაჩვენებს, რომ მომხმარებელი თანდათან გვიცხადებს ნდობას და ჩვენ მათ საჭიროებებს ვპასუხობთ. მიუხედავად ამისა, კარგად გვესმის, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. მომხმარებლის ნდობა ერთჯერადი მონაპოვარი არ არის — ის ყოველდღიურად უნდა დაიმსახურო. ჩვენკიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი, გასაუმჯობესებელი და გასაკეთებელი, რათა ეს ნდობა არა მხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ კიდევ უფრო გავამყაროთ. სწორედ ამ მიდგომაზე გვინდა ავაშენოთ „გროსსმანნის“ გრძელვადიანი განვითარება“, — აღნიშნავს ვახტანგ კაჭარავა.
„გროსსმანნის“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა შესყიდვების ერთ სივრცეში თავმოყრის შესაძლებლობაა. მომხმარებელს აღარ უწევს სხვადასხვა მასალის მოსაძებნად რამდენიმე მაღაზიაში სიარული, რაც ზოგავს დროს და ამარტივებს მშენებლობის, რემონტის თუ მოვლის პროცესს.
grossmann.ge-ზე მომხმარებელს შეუძლია წინასწარ გაეცნოს პროდუქციას, შეადაროს ფასები, დაგეგმოს შესყიდვები და ისარგებლოს მიტანის სერვისით. დღეს „გროსსმანნი“ თბილისში ოთხი ფილიალით არის წარმოდგენილი — ლისზე, ივერთუბანში, თავდადებულსა და შინდისში. კომპანია სამომავლოდ ქსელის მნიშვნელოვნად გაფართოებასაც გეგმავს როგორც თბილისში ისე საქართველოს სხვა ქალაქებში.
„გროსსმანნ“ — ააშენე. მოუარე. განავითარე.
BM.GE
წყარო: bm.ge