მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საუდის არაბეთი ელექტროენერგიის საწარმოებლად ნავთობპროდუქტების მოხმარებას ზრდის
საუდის არაბეთი ელექტროენერგიის საწარმოებლად ნავთობპროდუქტების მოხმარებას ზრდის

საუდის არაბეთი ელექტროენერგიის საწარმოებლად ნავთობპროდუქტების მოხმარებას ზრდის

BM.GE22 მაისი, 2026, 01:31|bm.ge

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეული კრიზისის ფონზე, საუდის არაბეთი ზაფხულის სეზონზე ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის იმპორტირებული ნავთობპროდუქტების მოხმარებას მნიშვნელოვნად გაზრდის.

ანალიტიკოსების შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბუნებრივი აირის მოპოვების შემცირებას უკავშირდება. ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გამო, სამეფომ ნავთობის ექსპორტის შეფერხების თავიდან ასაცილებლად მოპოვება დღეში 3 მილიონ ბარელზე მეტით შეამცირა, რამაც თანმდევი ბუნებრივი აირის წარმოების კლება გამოიწვია.

როგორც ირკვევა, ელექტროსადგურებში გაზის ჩასანაცვლებლად კომპანიამ საწვავი მაზუთის იმპორტი აპრილის თვეში წლიურად 86%-ით გაზარდა და დღეში 360,000 ბარელს გაუტოლა. Vortexa-ს მონაცემებით, რესურსის უდიდესი ნაწილი იმ ტერმინალებში ჩაიტვირთა, რომლებიც ელექტროსადგურებსა და წყლის გამტკნარების ობიექტებს ამარაგებენ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კომპანია შიდა მოხმარებისთვის უპირატესობას მაზუთს ანიჭებს, რადგან ის ადგილობრივ ნედლ ნავთობზე იაფია, ხოლო მოპოვებულ ნედლეულს, ძირითადად Arab Light-ის მარკას, ექსპორტისთვის ინახავს.

შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა პიკს ივლისსა და აგვისტოში, კონდიცირების სისტემების ინტენსიური მუშაობის გამო აღწევს. ენერგეტიკული ანალიტიკოსების შეფასებით, ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენა ეტაპობრივად, მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდეა მოსალოდნელი, შესაბამისად, პიკური მოთხოვნა და ჰორმუზის სრუტის შეფერხება ზუსტად ერთ პერიოდს ემთხვევა, რაც არაბეთს ამ უჩვეულო გადაწყვეტილებისკენ უბიძგებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE