მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საუდის არაბეთის $1-ტრილიონიანი ფონდი ლოგისტიკური კომპანიის შექმნას გეგმავს
საუდის არაბეთის $1-ტრილიონიანი ფონდი ლოგისტიკური კომპანიის შექმნას გეგმავს

საუდის არაბეთის $1-ტრილიონიანი ფონდი ლოგისტიკური კომპანიის შექმნას გეგმავს

BM.GE24 მაისი, 2026, 04:33|bm.ge

საუდის არაბეთის სუვერენული კეთილდღეობის ფონდი (PIF) უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და სავაჭრო ჰაბების ეფექტური მომსახურების მიზნით, სატრანსპორტო და მომარაგების ჯაჭვის აქტივების კონსოლიდაციას განიხილავს.

არსებული ინფორმაციით, ირანის ომით გამოწვეული კრიზისის ფონზე, ფონდში მიმდინარეობს ადრეული ეტაპის მოლაპარაკებები პორტების, სარკინიგზო და საზღვაო აქტივების ერთიან სტრუქტურაში გაერთიანებაზე, რაც მულტიმილიარდიანი კომპანია გახდება. გეგმა ითვალისწინებს საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვასაც, მათ შორის, ბირჟაზე აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების გზით.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აღნიშნული განხილვები რეგიონში კონფლიქტის დაწყებამდე დაიწყო, თუმცა პროცესი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვისა და მიწოდების ჯაჭვში შეფერხებების გამო უფრო აქტიური გახდა. ბოლო სამი თვის განმავლობაში შექმნილმა კრიზისმა ახლო აღმოსავლეთის მომარაგების სისტემის მოწყვლადობა აჩვენა, რამაც ალტერნატიული სავაჭრო გზების, მათ შორის, საუდის არაბეთის წითელი ზღვის პორტების განვითარების აუცილებლობა უფრო ცხადი გახადა.

განმარტებისთვის, საუდის არაბეთის სუვერენული ფონდი ფლობს ისეთ მსხვილ აქტივებს, როგორებიცაა $8.3-მილიარდიანი ეროვნული საზღვაო კომპანია Saudi Global Ports-ი და სარკინიგზო ოპერატორი Saudi Railway.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები აბუ-დაბიში ნოემბრის პირველ ნახევარში ჩატარდება

უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები აბუ-დაბიში ნოემბრის პირველ ნახევარში ჩატარდება

BM.GE

კანადის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაზარდა

კანადის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაზარდა

BM.GE

აშშ-ის ფედერალური რეზერვი გადაწყვეტილებას უფრო იშვიათად მიიღებს

აშშ-ის ფედერალური რეზერვი გადაწყვეტილებას უფრო იშვიათად მიიღებს

BM.GE

აშშ-ის მარეგულირებელმა Amazon-ის მიერ Globalstar-ის $11.5-მილიარდიანი შესყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის მარეგულირებელმა Amazon-ის მიერ Globalstar-ის $11.5-მილიარდიანი შესყიდვა დაამტკიცა

BM.GE