
საუდის არაბეთმა აზიისთვის ნავთობის ფასი 6-წლიან მინიმუმამდე შეამცირა
საუდის არაბეთმა ნოემბრის თვეში აზიელი მომხმარებლებისთვის ნავთობის ოფიციალური გასაყიდი ფასი მოულოდნელად შეამცირა.
არსებული ინფორმაციით, Saudi Aramco-მ Arab Light-ის მარკის ნედლ ნავთობზე ფასდაკლება წინა თვესთან შედარებით $3-ით გაზარდა და ომანისა და დუბაის საშუალო მაჩვენებელზე $5-ით დაბალ ნიშნულზე განსაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის სახელმწიფო კომპანიამ ეს გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო საზღვაო გადაზიდვების მკვეთრ გაძვირებას დაუკავშირა. Saudi Aramco-ს წარმომადგენლის ცნობით, კომპანიამ ტარიფების შემცირება მყიდველებისთვის გაზრდილი ლოგისტიკური ხარჯების კომპენსირების მიზნით გადაწყვიტა.
ინფორმაციისთვის, სპარსეთის ყურიდან ჩინეთის მიმართულებით 2 მილიონი ბარელი ნავთობის გადამზიდი ტანკერის დაქირავება დღიურად უკვე $1.2 მილიონამდე არის გაზრდილი, რაც იმპორტიორებზე ზეწოლას ზრდის და მათ ახლო აღმოსავლეთის მიმართ ინტერესს უმცირებს. შედარებისთვის, გასულ წელს დღიური ტარიფი დღეში მხოლოდ $80,000-ს შეადგენდა.
BM.GE
წყარო: bm.ge