მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საუდის არაბეთმა ერაყიდან დრონებით თავდასხმის გამო მნიშვნელოვანი მილსადენი გათიშა
საუდის არაბეთმა ერაყიდან დრონებით თავდასხმის გამო მნიშვნელოვანი მილსადენი გათიშა

საუდის არაბეთმა ერაყიდან დრონებით თავდასხმის გამო მნიშვნელოვანი მილსადენი გათიშა

BM.GE12 სექტემბერი, 2026, 15:51|bm.ge

საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ პრევენციული ზომების სახით ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის, "აღმოსავლეთ-დასავლეთის" ნედლი ნავთობის მილსადენი გათიშა. ეს გადაწყვეტილება ერაყის ტერიტორიიდან გაშვებული დრონებით განხორციელებულ რამდენიმე თავდასხმას უკავშირდება.

საუდის არაბეთის მთავრობის ცნობით, ხუთშაბათს დილით უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე ერ-რიადისა და მედინის რეგიონებში გამავალი მილსადენი გახდა, რამაც ხანძარი და გარკვეული ნგრევა გამოიწვია. თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

იმ ფონზე, როდესაც აშშ და ირანი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის იბრძვიან, საუდელები ნედლი ნავთობის ექსპორტის სპარსეთის ყურიდან გადასამისამართებლად სწორედ "აღმოსავლეთ-დასავლეთის" მილსადენს ეყრდნობოდნენ. აღნიშნული ნავთობსადენი, რომლის გამტარუნარიანობა დღეში 7 მილიონ ბარელს შეადგენს, სამეფოს მთელ ტერიტორიაზე გადის და წითელ ზღვაში მდებარე საექსპორტო ტერმინალებს უკავშირდება.

საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ხუთშაბათის თავდასხმების შემდეგ მილსადენის დასაცავად და მისი უსაფრთხოების შესაფასებლად საგანგებო სამსახურების ჯგუფები მობილიზდნენ.

"მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებ ინფორმაცია დროულად გავრცელდება", - დასძინეს უწყებაში.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ერ-რიადმა ამ ეტაპზე საპასუხო დარტყმებისგან თავის შეკავება გადაწყვიტა, რათა ერაყის მთავრობას დრო მიეცეს საკუთარი ტერიტორიიდან თავდასხმების აღსაკვეთად საჭირო ზომების მისაღებად.

ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასმა ბოლო თვეების განმავლობაში პირველად გადააჭარბა 100 დოლარს ბარელზე. ფასების ამ მკვეთრ მატებაში შესაძლოა მილსადენზე თავდასხმამაც ითამაშა როლი, რადგან ხუთშაბათს დარტყმის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდებოდა. საერთო ჯამში, კვირის ბოლოს ნავთობის ფასი 8%-ზე მეტით გაიზარდა.

ბოლო დღეებში ირანთან დაკავშირებულმა დაჯგუფებებმა საუდის არაბეთზე თავდასხმები გაახშირეს. საუდის მთავრობის ცნობით, მიმდინარე კვირის დასაწყისში იემენელმა ჰუსიტებმა სამეფოზე იერიშები მიიტანეს, რამაც ენერგეტიკული ობიექტები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანა, შედეგად კი 70-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ჰუსიტებმა ივლისში საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ემბარგო გამოაცხადეს და ცდილობენ სამეფოს ნავთობის ექსპორტი ბაბ-ელ-მანდების სრუტის გავლით შეაფერხონ, რომელიც წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილს გლობალურ ბაზრებთან აკავშირებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თავდასხმის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • ევროკომისია ალბანეთში სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას, ცეცხლის წაკიდებას და საჯარო თუ კერძო ქონების განადგურებას გმობსრუსთავი 2
  • ლუცკში რუსეთის დრონით თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდაფორმულა
  • „თავდასხმის ეპიზოდი ვიდეოჩანაწერებში არ ჩანს“ - ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატიტვ პირველი
  • სოზარ სუბარი 4 ოქტომბრის საქმეზე: რადიკალები პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას ვერ გაბედავდნენ, რომ არ ჰქონოდათ ძალიან მკაფიო და ძლიერი მხარდაჭერა გარედან, რომელიც დღესაც გრძელდებაიმედი
თავდასხმის →

მსგავსი სტატიები

თიბისის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება - თბილისის ფინანსური სამიტი იმართება

თიბისის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება - თბილისის ფინანსური სამიტი იმართება

BM.GE

ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს დაურეკეს და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდეს

ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს დაურეკეს და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდეს

BM.GE

როგორ დაამარცხეს სტუდენტებმა ალექსანდრ ვუჩიჩი და რა შეიძლება შეიცვალოს სერბეთში?

როგორ დაამარცხეს სტუდენტებმა ალექსანდრ ვუჩიჩი და რა შეიძლება შეიცვალოს სერბეთში?

BM.GE

აგვისტოში Jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა: მკვეთრი ვარდნაა IT სექტორში | PMCG

აგვისტოში Jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა: მკვეთრი ვარდნაა IT სექტორში | PMCG

BM.GE