მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საუდის არაბეთმა ნავთობის მიწოდება ისტორიულ მინიმუმამდე შეამცირა
საუდის არაბეთმა ნავთობის მიწოდება ისტორიულ მინიმუმამდე შეამცირა

საუდის არაბეთმა ნავთობის მიწოდება ისტორიულ მინიმუმამდე შეამცირა

BM.GE11 სექტემბერი, 2026, 23:00|bm.ge

ჰუსიტების მიერ საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმების გამო, აგვისტოში ქვეყნის მიერ ნავთობის ყოველდღიური მიწოდება 2.3 მილიონი ბარელით შემცირდა და დღე-ღამეში 6 მილიონი ბარელი შეადგინა.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია და თანამედროვე არაბეთის ისტორიაში ანტირეკორდს წარმოადგენს.

მიწოდების მკვეთრი ვარდნა ჰუსიტებთან დაკავშირებული დაჯგუფებების მხრიდან ბაბ-ელ-მანდების სრუტეში მყოფ ხომალდებზე, ჯიზანის გადასამუშავებელ ქარხანასა და იანბუს პორტის მახლობლად განხორციელებულ იერიშებს უკავშირდება. ამასთან, ერაყში მოქმედმა ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა უპილოტო საფრენი აპარატებით აბქაიქის ნავთობგადამმუშავებელი კომპლექსიც დაბომბეს.

აღსანიშნავია, რომ IEA-ს შეფასება საუდის არაბეთის ოფიციალურ მონაცემებს არ ემთხვევა. ოფიციალურმა არაბეთმა OPEC-ს აცნობა, რომ გასულ თვეში ბაზარს 7.1 მილიონი ბარელი მიაწოდა, ხოლო მოპოვების მოცულობამ დღეში 6.2 მილიონი ბარელი შეადგინა, რაც IEA-ის მონაცემებზე მეტია.

ცხადია, საუდის არაბეთის მხრიდან ნავთობის მიწოდების შემცირება გლობალურ ბაზარზე დეფიციტს აჩენს, რაც ნავთობის ფასს ზრდის და მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციას აჩქარებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორ შეიცვალა აშშ-ში ინფლაცია?

როგორ შეიცვალა აშშ-ში ინფლაცია?

BM.GE

საწვავის რეალიზატორები მინიმალური მოგების მაჩვენებლებზე მუშაობენ | ირაკლი ლექვინაძე

საწვავის რეალიზატორები მინიმალური მოგების მაჩვენებლებზე მუშაობენ | ირაკლი ლექვინაძე

BM.GE

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

BM.GE

საავიაციო საწვავის ფასის ზრდამ თითო ავიაბილეთი დაახლოებით, $70-ით გააძვირა - "ავიაქსელი"

საავიაციო საწვავის ფასის ზრდამ თითო ავიაბილეთი დაახლოებით, $70-ით გააძვირა - "ავიაქსელი"

BM.GE