მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საუკეთესო მობაილ ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში - ლიბერთის ციფრული ბანკინგის საერთაშორისო აღიარება Global Finance-ისგან
საუკეთესო მობაილ ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში - ლიბერთის ციფრული ბანკინგის საერთაშორისო აღიარება Global Finance-ისგან

საუკეთესო მობაილ ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში - ლიბერთის ციფრული ბანკინგის საერთაშორისო აღიარება Global Finance-ისგან

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 14:29|bm.ge

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, საერთაშორისო ფინანსური გამოცემის Global Finance-ის 2026 წლის Digital Bank Awards-ის ფარგლებში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოში ექვსი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა.

Global Finance-ის Digital Bank Awards მსოფლიოს მასშტაბით ბანკების ციფრულ ინოვაციებს, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებსა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომებს ყოველწლიურად აფასებს. 2026 წელს გამოცემამ გამარჯვებულები სხვადასხვა მიმართულებით გამოავლინა.

ლიბერთის მობილ ბანკი საქართველოში საუკეთესო ბიზნეს მობაილბანკად (Best Mobile Banking App – Georgia) დასახელდა.

კორპორაციული ციფრული ბანკინგის (Corporate Digital Banking) მიმართულებით, ლიბერთიმ მიიღო შემდეგი ჯილდოები:

• საუკეთესო ციფრული საბანკო მომსახურება და ფულის მართვის სერვისები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში (Best Online Treasury & Cash Management Services Central & Eastern Europe) • საუკეთესო ციფრული სახაზინო მომსახურება და ფულის მართვის სერვისები საქართველოში (Best Online Treasury & Cash Management Services – Georgia) • საუკეთესო საბანკო მომსახურება მიკრო და მცირე ბიზნესისთვის / საუკეთესო ბიზნეს ციფრული სერვისები საქართველოში (Best SME Banking/SME Platform – Georgia)

ლიბერთი ასევე სოციალური და საზოგადოებრივი საბანკო მომსახურების ნომინაციაში, როგორც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ასევე საქართველოში (Social & Community Banking) საუკეთესო ბანკად დასახელდა.

„Global Finance-ის მიერ მიღებული ჯილდოები, ლიბერთის ციფრული განვითარების სტრატეგიის საერთაშორისო აღიარებაა. მომხმარებელთა საჭიროებებზე ორიენტირებული ციფრული საბანკო სერვისების, ასევე ბიზნესისთვის თანამედროვე ციფრული პლატფორმებისა და ფინანსური მართვის ინსტრუმენტების განვითარება, ბანკისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ლიბერთი, როგორც ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, მომავალშიც გააგრძელებს ციფრული ბანკინგის ტრანსფორმაციას. თანამედროვე, მოქნილი და ეფექტიანი ციფრული პლატფორმების განვითარება როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ბიზნესისთვის საბანკო სერვისების გამარტივებისა და ხელმისაწვდომობისკენ იქნება მიმართული“ - ელენე ჩუბინიძე, ლიბერთის ციფრული ბანკინგის ბიზნესგანვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ბაზისბანკ ჯგუფის შესახებ

2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. იგი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო ქსელით არის წარმოდგენილი: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-მდე ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.

2026 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ბაზისბანკ ჯგუფის აქტივები 12 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7.9 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 9 მლრდ ლარი. ჯგუფის 2026 წლის 6 თვის წმინდა მოგებამ 127 მილიონი ლარი შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ივლისში მშენებლობა გაძვირდა - რამ იქონია გავლენა ინდექსის ცვლილებაზე?

ივლისში მშენებლობა გაძვირდა - რამ იქონია გავლენა ინდექსის ცვლილებაზე?

BM.GE

აგვისტოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 21 ფაქტი გამოვლინდა - როგორია რეგიონების მიხედვით განაწილება?

აგვისტოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 21 ფაქტი გამოვლინდა - როგორია რეგიონების მიხედვით განაწილება?

BM.GE

Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე, პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი

Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე, პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი

BM.GE

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა | სებ

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა | სებ

BM.GE