მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე, პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი
Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე, პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი

Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე, პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 14:37|bm.ge

ბაზისბანკის სპონსორობით, 11 სექტემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილის სახელობის მასშტაბურ საოპერო გალას უმასპინძლებს.

“Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი” გამორჩეული კულტურული პროექტია, რომელიც გააერთიანებს საოპერო მუსიკის, თეატრალური დადგმის, ცოცხალი თხრობისა და უნიკალური საარქივო მასალის სინთეზს.

საღამოს თანაავტორი და წამყვანია ნიკოლოზ წულუკიძე, რომელიც მაყურებელს უამბობს ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მნიშვნელოვან ეპიზოდებზე - მათ პირველ შეხვედრაზე, მეგობრობაზე, სცენურ წარმატებებზე, განშორებასა და იმ მემკვიდრეობაზე, რომელიც ქართულ კულტურას დაუტოვეს.

საოპერო გალას სპეციალური სტუმარი იქნება მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე, რომლის საერთაშორისო კარიერა მსოფლიოს წამყვან საოპერო სცენებს უკავშირდება.

პროექტი “Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი” მაყურებელს ქართული ოპერის გამორჩეულ პერიოდში ამოგზაურებს. გააცოცხლებს ეპოქას, რომელმაც ქართული ოპერის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვა და ევროპულ სცენებზე ეროვნული ხელოვნების აღიარებას ჩაუყარა საფუძველი.

ბაზისბანკი აქტიურად დგას ეროვნული კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების სფეროში გამორჩეული ინიციატივების პოპულარიზაციის გვერდით და მხარს უჭერს სფეროს მნიშვნელოვან პროექტებს, რათა ქართულმა შემოქმედებამ ახალი ასპარეზი და აღიარება ჰპოვოს.

„Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი“ ა(ა)იპ „ოპერის საწყისები: სარაჯიშვილი & ინაშვილის“ პროექტია, რომლის მიზანია ქართული საოპერო მემკვიდრეობის თანამედროვე ფორმით წარმოჩენა, ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერა და ქართული ოპერის საერთაშორისო კავშირებისა და თანამშრომლობის გაძლიერება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 198 სტატია.

  • 7 სექტემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ელექტრომომარაგება შეიზღუდება - გადაამოწმეთ მისამართირუსთავი 2
  • თბილისში უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავესფორმულა
  • პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქეიმედი
  • ენმ-ს საგანგებო ბრიფინგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთანტვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

ივლისში მშენებლობა გაძვირდა - რამ იქონია გავლენა ინდექსის ცვლილებაზე?

ივლისში მშენებლობა გაძვირდა - რამ იქონია გავლენა ინდექსის ცვლილებაზე?

BM.GE

აგვისტოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 21 ფაქტი გამოვლინდა - როგორია რეგიონების მიხედვით განაწილება?

აგვისტოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 21 ფაქტი გამოვლინდა - როგორია რეგიონების მიხედვით განაწილება?

BM.GE

საუკეთესო მობაილ ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში - ლიბერთის ციფრული ბანკინგის საერთაშორისო აღიარება Global Finance-ისგან

საუკეთესო მობაილ ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში - ლიბერთის ციფრული ბანკინგის საერთაშორისო აღიარება Global Finance-ისგან

BM.GE

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა | სებ

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს ღირებულება $1.1 მილიარდამდე გაიზარდა | სებ

BM.GE