მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სავაჭრო გემებზე თავდასხმების აღსაკვეთად NATO შავ ზღვაში დრონებსა და თვითმფრინავებს გზავნის
სავაჭრო გემებზე თავდასხმების აღსაკვეთად NATO შავ ზღვაში დრონებსა და თვითმფრინავებს გზავნის

სავაჭრო გემებზე თავდასხმების აღსაკვეთად NATO შავ ზღვაში დრონებსა და თვითმფრინავებს გზავნის

BM.GE21 ოქტომბერი, 2026, 20:19|bm.ge

NATO შავ ზღვაში დამატებით საპატრულო თვითმფრინავებს, სარადარო სისტემებსა და დრონებს გაგზავნის. როგორც მედია წერს, ალიანსის ეს ნაბიჯი რეგიონში სავაჭრო გემებზე განხორციელებული თავდასხმების სერიას უკავშირდება.

საავიაციო ტექნიკის პარალელურად წევრი სახელმწიფოები ასაფეთქებელი ნივთიერებების შესწავლისთვის ადგილზე სადაზვერვო ჯგუფებსაც განათავსებენ.

შეხსენებისთვის, გასულ კვირას რუმინეთის სანაპიროსთან დრონები 2 ქიმიურ ტანკერს დაეჯახა, რის შედეგადაც 7 მეზღვაური დაიკარგა. პარალელურად, წინა 10 დღის განმავლობაში რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებთან კიდევ 5 სატვირთო გემი დაიბომბა, რასაც 23 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.

სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, ბოლო პერიოდში განხორციელებული თავდასხმები უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე პირდაპირ რუსეთის მიერ არის ორგანიზებული. თავად ალიანსი ჯერჯერობით თავს იკავებს ოფიციალური ბრალდებებისგან, ხოლო მოსკოვი აღნიშნულ ინციდენტებზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

ცნობისთვის, შავ ზღვაზე გახშირებული თავდასხმები საფრთხეს უქმნის იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საზღვაო მარშრუტს, რომელსაც უკრაინასთან ერთად ევროპული სახელმწიფოებიც აქტიურად იყენებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რაჭაში 1300-მდე მევენახემ ₾19 მილიონის შემოსავალი მიიღო - როგორ მიმდინარეობს რთველი რეგიონში?

რაჭაში 1300-მდე მევენახემ ₾19 მილიონის შემოსავალი მიიღო - როგორ მიმდინარეობს რთველი რეგიონში?

BM.GE

სიმულაციური სათხილამურო სივრცე - თიბისი ლიზინგი „სქი ქლაბ ჯორჯია“-ს მხარდამჭერია

სიმულაციური სათხილამურო სივრცე - თიბისი ლიზინგი „სქი ქლაბ ჯორჯია“-ს მხარდამჭერია

BM.GE

9 თვეში ბათუმის აეროპორტის მგზავრთნაკადი 10%-ით 1 098 027-მდე გაიზარდა | TAV Georgia

9 თვეში ბათუმის აეროპორტის მგზავრთნაკადი 10%-ით 1 098 027-მდე გაიზარდა | TAV Georgia

BM.GE

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE