
სიმულაციური სათხილამურო სივრცე - თიბისი ლიზინგი „სქი ქლაბ ჯორჯია“-ს მხარდამჭერია
ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად, იმატებს მოთხოვნა სათხილამურო სპორტის დაუფლებაზე, რისთვისაც მთაში და თოვლიან გარემოში მოხვედრა სულაც არ არის საჭირო. „სქი ქლაბ ჯორჯია“ სიმულაციური სივრცეა, სადაც სხვადასხვა სირთულის სათხილამურო ტრასები, ტრენაჟორები, ავტომატური სათხილამურო ბილიკი და პროფესიონალი ინსტრუქტორები დაგხვდებიან. ზემოთ აღნიშნული ინვენტარის უმრავლესობა, სწორედ თიბისი ლიზინგის მიერ არის დაფინანსებული, შესაბამისად, კომპანიების პარტნიორობა წლებს ითვლის.
აღსანიშნავია, რომ სივრცე განკუთვნილია არა მხოლოდ დამწყებთათვის, რომელთაც სრიალის სწავლა სურთ, არამედ უკვე პროფესიონალებისთვისაც, ვისი მიზანიც ტექნიკის დახვეწაა. „სქი ქლაბ ჯორჯიაში“ სნოუბორდის დაუფლებაც შეგიძლიათ.
„ვთვლით, რომ მსგავსი სივრცეების განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის სპორტის პოპულარიზაციისთვის საქართველოში. შესაძლებლობა, ისწავლო სრიალი მთაში გამგზავრებისა და თოვლიანი ამინდის მოლოდინის გარეშე, ამ სპორტის გარშემო კიდევ უფრო მეტ ადამიანს აერთიანებს და ხელს უწყობს აქტიური ცხოვრების წესის დამკვიდრებას. მეორეს მხრივ, გაცილებით უფრო უსაფრთხო და მშვიდ გამოცდილებას ქმნის სნოუბორდსა თუ თხილამურზე პირველი დადგომისას.“ – გიორგი ჩიტაიშვილი, „სქი ქლაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელი.
BM.GE
წყარო: bm.ge