მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რაჭაში 1300-მდე მევენახემ ₾19 მილიონის შემოსავალი მიიღო - როგორ მიმდინარეობს რთველი რეგიონში?
რაჭაში 1300-მდე მევენახემ ₾19 მილიონის შემოსავალი მიიღო - როგორ მიმდინარეობს რთველი რეგიონში?

რაჭაში 1300-მდე მევენახემ ₾19 მილიონის შემოსავალი მიიღო - როგორ მიმდინარეობს რთველი რეგიონში?

BM.GE21 ოქტომბერი, 2026, 21:22|bm.ge

21 ოქტომბრის მდგომარეობით, რაჭაში 2400 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენია გადამუშავებული. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე მოსავალი 1300-მდე მევენახემ დააბინავა, მათმა შემოსავალმა კი 19 მილიონ ლარს მიაღწია.

ყურძნის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად ჩართული იყო 35 ღვინის მწარმოებელი კომპანია, მათ შორის, სახელმწიფო საწარმო - შპს „მოსავლის მართვის კომპანია“.

ქალაქ ამბროლაურში, რთველის საკოორდინაციო შტაბში, რაჭაში რთველის მიმდინარეობის პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გაეცნო. მისი თქმით, რეგიონში რთველი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„კლიმატური პირობების გამო, წელს რაჭაში, კახეთის მსგავსად, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლა გვიან დაიწყო, თუმცა მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში არცერთ მევენახეს მოსავლის დაბინავების პრობლემა არ შეექმნას და მათ მოწეული ყურძნის რეალიზაციით შესაბამისი შემოსავალი მიიღონ.

ამ პროცესში მნიშვნელოვანია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა, რათა გაიზარდოს რეგიონში წარმოებული ყურძნის შესყიდვის ინტერესი და მევენახეებმა მოსავლის დროულად დაბინავება შეძლონ. სწორედ კერძო საწარმოების ჩართულობის წახალისებასა და რთველის ორგანიზებულად ჩატარებას ემსახურება სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და ყურძნის დაბინავების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭაში სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას იღებს ღვინის მწარმოებელი ყველა კომპანია, რომელიც „ხვანჭკარის“ მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს შეიძენს, გადაამუშავებს და მევენახეს თითოეულ კილოგრამში არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდია თითოეულ კილოგრამ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე 4 ლარს შეადგენს.

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების - „ხვანჭკარისა“ და „რაჭის“ ჯიშობრივი სიზუსტისა და ხარისხის დაცვის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები ჩასაბარებელი ყურძნის მონიტორინგს ახორციელებენ. ამასთან, რეგიონის შესასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა სხვა მუნიციპალიტეტებიდან ყურძნის შემოტანა და ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშებთან შერევა არ მოხდეს.

რთველი 2026-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი მუშაობს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მილიონის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 104 სტატია.

  • თენგიზ შარმანაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე: ომში მყოფი ქვეყანა, რომელსაც მილიონზე მეტი დაღუპული და დაჭრილი ჰყავს, უამრავი სანქცია აქვს, როგორ ახერხებს ასეთი მასშტაბების აჯანყების ორგანიზებას?რუსთავი 2
  • „დიდი შვიდეული“ ჩერნობილის დაზიანებული სარკოფაგის აღსადგენად 260 მილიონ ევროს გამოყოფსტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეიმედი
მილიონის →

მსგავსი სტატიები

რუსეთი აშშ-ის მიმართულებით დიზელის პირველ პარტიას ხვალ გაგზავნის

რუსეთი აშშ-ის მიმართულებით დიზელის პირველ პარტიას ხვალ გაგზავნის

BM.GE

ერთი ახალი სამგზავრო მატარებელი $24.6 მლნ-მდე დაჯდება - $246 მილიონიანი პროექტის დეტალები

ერთი ახალი სამგზავრო მატარებელი $24.6 მლნ-მდე დაჯდება - $246 მილიონიანი პროექტის დეტალები

BM.GE

ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე ჩვენს შეშფოთებას ქართულ მხარეს გავუზიარებთ - გერმანიის საგარეო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე ჩვენს შეშფოთებას ქართულ მხარეს გავუზიარებთ - გერმანიის საგარეო

BM.GE

ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ მოსამართლეები, რომლებიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას განიხილავენ?

ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ მოსამართლეები, რომლებიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას განიხილავენ?

BM.GE