მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „საზოგადოება და ბანკები“ მოქალაქეებს ახალი ფინანსური პირამიდის, PCDAI-ის შესახებ აფრთხილებს
„საზოგადოება და ბანკები“ მოქალაქეებს ახალი ფინანსური პირამიდის, PCDAI-ის შესახებ აფრთხილებს

„საზოგადოება და ბანკები“ მოქალაქეებს ახალი ფინანსური პირამიდის, PCDAI-ის შესახებ აფრთხილებს

BM.GE25 ივლისი, 2026, 16:45|bm.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” მომხმარებლებს კიდევ ერთი პირამიდული სქემის შესახებ აფრთხილებს. კომპანია PCDAI სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებს სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ყალბ შეთავაზებებს. თაღლითები მოქალაქეებს დასაქმებას და შემოსავლის მიღებას გარკვეული თანხის დაბანდების შემდეგ პირდებიან. ამისათვის კი მომხმარებლებს სთავაზობენ ე.წ. “პლატფორმაზე” რეგისტრაციას, სადაც მათ უკეთებენ პირად კაბინეტებს და ამის შემდეგ აბანდებინებენ თანხას. ამ ეტაპზე იკვეთება ოპერაციები შემდეგ თანხებზე: 180, 875, 2 000 და 3000 ლარი. იმისთვის რომ მსხვერპლი დაერწმუნებინათ, რომ მათი ინვესტიცია მუშაობს, ყოველდღიურად დაბანდებულ თანხაზე ურიცხავდნენ სარგებელს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი უკვალოდ გაქრნენ.

თაღლითური სქემის მსხვერპლი მომხმარებლები ებმებიან მახეში, თუმცა ეს სქემა ამით არ სრულდება. გაქრობის შემდეგ უკვე მოტყუებულ მომხმარებლებს კვლავ უკავშირდებიან და არწმუნებენ, რომ ე.წ. „პლატფორმას“ მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი შეექმნა და იმისთვის, რომ მათ შეძლონ თანხის უკან დაბრუნება, კვლავ უნდა განაგრძონ ინვესტიცია. მომხმარებლები, უნდა იყვნენ ძალიან ფრთხილად ნებისმიერი ასეთი შინაარსის დასაქმების თუ სხვა გრანდიოზული სარგებლის შეთავაზების მიმართ, რათა არ გაებან თაღლითების მახეში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„უძრავ ქონებაზე ფასის ზრდა გაგრძელდება“ - ირაკლი ბურდილაძე

„უძრავ ქონებაზე ფასის ზრდა გაგრძელდება“ - ირაკლი ბურდილაძე

BM.GE

თამაზ ელიზბარაშვილი შიმშილობას იწყებს

თამაზ ელიზბარაშვილი შიმშილობას იწყებს

BM.GE

რუსეთი შორეულ აღმოსავლეთში სამგზავრო თვითმფრინავების სერიულ წარმოებას გეგმავს

რუსეთი შორეულ აღმოსავლეთში სამგზავრო თვითმფრინავების სერიულ წარმოებას გეგმავს

BM.GE

ჩინეთი სახელმწიფო ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებში $53.6 მილიარდის ინექციას განახორციელებს

ჩინეთი სახელმწიფო ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებში $53.6 მილიარდის ინექციას განახორციელებს

BM.GE