მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსი გამოცხადდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსი გამოცხადდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსი გამოცხადდა

BM.GE3 ივნისი, 2026, 01:40|bm.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის 2 ივნისის ბრძანებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი გამოცხადდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ბრძანების თანახმად, მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი.

კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.

განაცხადები მიიღება 2026 წლის 8 ივნისის ჩათვლით.

განაცხადები წარდგენილი უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, წერილობით შემდეგ მისამართზე:

ქალაქი თბილისი, რუსთაველის გამზირი №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: contact@parliament.ge.ვრცლად: https://info.parliament.ge/file/1/OpenFile/8583

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

BM.GE

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

BM.GE

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

BM.GE

ჩინეთი საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს - TCRC

ჩინეთი საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს - TCRC

BM.GE