
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500- მდე დელეგატი დაესწრო
„ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ წლევანდელი სამიტით, გამომდინარე იქიდან რომ 2500-მდე რეგისტრაცია გვქონდა დელეგატებში, 44 ქვეყანა იყო წარმოდგენილი, აგრეთვე რეგულატორების კონფერენცია ჩატარდა ჩვენი სამიტის ფარგლებში, დაახლოებით15 ქვეყნის რეგულატორი იყო მოწვეული iGaming სექტორიდან,” - SBC Summit Tbilis-ის შესახებ, მედიასთან SMH-ის დამფუძნებელმა, ლაშა მაჭავარიანმა ისაუბრა.
15–16 ივლისს, თბილისში, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში,” საქართველოში დაფუძნებული გლობალური კომპანიის SMH-ისა და ბრიტანული კომპანია SBC-ის ორგანიზებით, წარმატებით გაიმართა SBC Summit Tbilisi 2026, ევროპისა და ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური iGaming, Sports და Tech ინდუსტრიის საერთაშორისო ღონისძიება. სამიტის წარმდგენი პარტნიორია EGT Georgia და Amusnet Georgia.
როგორც ლაშა მაჭავარიანმა აღნიშნა, ორდღიანმა სამიტმა 44 ქვეყნიდან 2 500-მდე მაღალი რანგის დელეგატს, 150-ზე მეტ საერთაშორისო და ქართულ კომპანიას, ინდუსტრიის ლიდერებს, ინვესტორებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუყარა თავი.
სამიტის ფარგლებში უკვე მეორედ გაიმართა SBC Regulators Forum Tbilisi, რომელმაც უმასპინძლა iGaming სექტორის რეგულატორებს აშშ-დან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან, ასევე ინდუსტრიის ლიდერებსა და ექსპერტებს. ფორუმის ფარგლებში განიხილეს საერთაშორისო რეგულირების თანამედროვე პრაქტიკა, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინდუსტრიის მდგრადი განვითარების გზები.
ლაშა მაჭავარიანის განცხადებით, სამიტის პროგრამა მოიცავდა პანელურ დისკუსიებს, საგამოფენო სივრცეებსა და B2B შეხვედრებს. მონაწილეებმა იმსჯელეს iGaming-ის, სპორტის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით არსებულ ტენდენციებზე, რეგულირების საკითხებზე, ხელოვნური ინტელექტის გავლენასა და ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივებზე:
“მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებას ვუთმობთ სპორტისა და ტექნოლოგიების მიმართულებას ჩვენი სამიტის ფარგლებში, გვაქვს ცალკეული პანელური დისკუსიები.”