მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. SCALPERS - ესპანური მოდის ბრენდის ახალი ეტაპი საქართველოში
SCALPERS - ესპანური მოდის ბრენდის ახალი ეტაპი საქართველოში

SCALPERS - ესპანური მოდის ბრენდის ახალი ეტაპი საქართველოში

BM.GE13 ნოემბერი, 2026, 19:39|bm.ge

ესპანური მოდის ბრენდი SCALPERS საერთაშორისო გაფართოებას აგრძელებს და საქართველოში პირველ მაღაზიას, სავაჭრო ცენტრ East Point-ში, ხსნის.

ესპანური მოდის ბრენდი SCALPERS საქართველოს მოდის ბაზარს უერთდება. ბრენდის პირველი მაღაზია თბილისში, სავაჭრო ცენტრ East Point-ში გაიხსნა და ქართველ მომხმარებელს SCALPERS-ის გამორჩეულ ესთეტიკასა და თანამედროვე მოდის ხედვას აცნობს.

2007 წელს ესპანეთში დაარსებულმა ბრენდმა SCALPERS-მა საკუთარი იდენტობა ინდივიდუალობის, თავისუფლებისა და განსხვავებული სტილის გარშემო შექმნა. ბრენდის საკულტო სიმბოლო - თავის ქალა სწორედ ამ ფილოსოფიას გამოხატავს: გამბედაობას, იყო განსხვავებული და არ მიჰყვე დამკვიდრებულ წესებს.

თავდაპირველად მამაკაცის მოდის მიმართულებით შექმნილი ბრენდი წლების განმავლობაში განვითარდა და დღეს მამაკაცის, ქალისა და საბავშვო კოლექციებს აერთიანებს. SCALPERS-ის დიზაინში კლასიკური ელემენტები თანამედროვე ტენდენციებს ერწყმის, რაც ბრენდისთვის დამახასიათებელ, თავისუფალ და ამავდროულად დახვეწილ სტილს ქმნის.

ახალი მისამართი თბილისის მოდის რუკაზე

East Point-ში გახსნილი მაღაზია ქართველ მომხმარებელს SCALPERS-ის სამყაროსთან უფრო ახლოს გაცნობის შესაძლებლობას აძლევს. სივრცეში წარმოდგენილია ქალისა და მამაკაცის კოლექციები, რომლებიც თანამედროვე დიზაინით, გამორჩეული დეტალებითა და ინდივიდუალურ სტილზე ორიენტირებული ესთეტიკით გამოირჩევა.

საქართველოში შემოსვლით SCALPERS საერთაშორისო განვითარების ახალ ეტაპს იწყებს და თბილისის მოდის სივრცეს კიდევ ერთ გამორჩეულ ევროპულ ბრენდს მატებს.

SCALPERS - ისთ ფოინთი, თბილისი, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქ. 2.

https://scalperscompany.com/

https://www.instagram.com/scalperscompany/

https://www.tiktok.com/@scalperscompany

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

BM.GE

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

BM.GE

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

BM.GE

მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

BM.GE