მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Scope Ratings-მა მიკრობანკ „კრისტალის“ B+ საკრედიტო რეიტინგი და სტაბილური პერსპექტივა დაადასტურა
Scope Ratings-მა მიკრობანკ „კრისტალის“ B+ საკრედიტო რეიტინგი და სტაბილური პერსპექტივა დაადასტურა

Scope Ratings-მა მიკრობანკ „კრისტალის“ B+ საკრედიტო რეიტინგი და სტაბილური პერსპექტივა დაადასტურა

BM.GE30 ივლისი, 2026, 16:18|bm.ge

მიკრობანკი „კრისტალი“, ინსტიტუციური განვითარების გზაზე, მორიგ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს: ევროპულმა სარეიტინგო სააგენტომ, Scope Ratings GmbH-მა, ბანკის ყოველწლიური საკრედიტო შეფასება განახორციელა და „კრისტალს“ B+/სტაბილური საკრედიტო რეიტინგი დაადასტურა.

ანგარიშში Scope Ratings-ი ხაზს უსვამს „კრისტალის“ წარმატებულ საბანკო ტრანსფორმაციას და აღნიშნავს მის წამყვან პოზიციას საქართველოს საფინანსო სექტორში. სააგენტო დადებითად აფასებს კომპანიის კორპორაციული მართვის ჩარჩოს, მდგრად ფინანსურ მაჩვენებლებს, ძლიერ კაპიტალიზაციასა და ლიკვიდურობას, ასევე მომხმარებელთა დეპოზიტების ზრდას და დივერსიფიცირებული დაფინანსების მოდელის ჩამოყალიბებას. ამავდროულად, სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ სამომავლოდ რეიტინგის შესაძლო გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს ციფრული ტრანსფორმაციის გაგრძელება, ძლიერი კაპიტალის შენარჩუნება და დაფინანსების წყაროების შემდგომი დივერსიფიკაცია.

Scope Ratings-მა შეფასება დაადასტურა მას შემდეგ, რაც „კრისტალმა“ ლიცენზირებული მიკრობანკის სტატუსით საქმიანობის პირველი სრული წელი დაასრულა. შეფასება ასახავს მნიშვნელოვან პროგრესს ინსტიტუციური მმართველობის სისტემის დახვეწის, საბაზრო პოზიციის განმტკიცებისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პოზიციონირების ჩამოყალიბების მიმართულებით.

„გასული წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ორგანიზაციული ცვლილებები, შევინარჩუნეთ ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საქართველოს მასშტაბით კვლავ გავაფართოვეთ ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ჩვენი ყურადღება მიმართულია სტრატეგიის ეფექტიან განხორციელებაზე, ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებასა და დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიცირებაზე, რაც ბანკის მდგრადი გრძელვადიანი ზრდის მხარდაჭერას უზრუნველყოფს. Scope Ratings-ის მიერ კრისტალის საკრედიტო რეიტინგის დადასტურება წარმოადგენს კომპანიის წარმატებული ტრანსფორმაციისა და კორპორაციული მართვის, ფინანსური მდგრადობისა და საბაზრო პოზიციის განვითარების მიმართულებით მიღწეული პროგრესის მნიშვნელოვან და დამოუკიდებელ აღიარებას“, - აღნიშნავს მიკრობანკი „კრისტალის“ გენერალური დირექტორი, ილია რევია.

მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:

მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 28-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.

იხ. https://scoperatings.com/announcements/rating-announcement/EN/180766

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ღვინის სერტიფიკატის საფასური მცირე მარნებისთვის გამოწვევაა - "ნოდოს მეღვინეობა"

ღვინის სერტიფიკატის საფასური მცირე მარნებისთვის გამოწვევაა - "ნოდოს მეღვინეობა"

BM.GE

Bulgari-მ აშშ-ში პირველი საჯარო არტ-ინსტალაცია წარადგინა

Bulgari-მ აშშ-ში პირველი საჯარო არტ-ინსტალაცია წარადგინა

BM.GE

რეგულაციები აყალიბებს ხელსაყრელ გარემოს, ახმეტაში მომხდარის მსგავსი პროვოკაციული მოვლენებისთვის - დავით კილაძე

რეგულაციები აყალიბებს ხელსაყრელ გარემოს, ახმეტაში მომხდარის მსგავსი პროვოკაციული მოვლენებისთვის - დავით კილაძე

BM.GE

ექიმს არ უნდა უწევდეს ფიქრი, რომ პაციენტის ტანჯვის შესამსუბუქებელმა ნაბიჯმა შესაძლოა, სანქცია გამოიწვიოს - ამირან გამყრელიძე

ექიმს არ უნდა უწევდეს ფიქრი, რომ პაციენტის ტანჯვის შესამსუბუქებელმა ნაბიჯმა შესაძლოა, სანქცია გამოიწვიოს - ამირან გამყრელიძე

BM.GE