მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სებ-ი ეკონომიკაში ლარის ლიკვიდურობას არსებული მოთხოვნის შესაბამისად მართავს | ნათია თურნავა
სებ-ი ეკონომიკაში ლარის ლიკვიდურობას არსებული მოთხოვნის შესაბამისად მართავს | ნათია თურნავა

სებ-ი ეკონომიკაში ლარის ლიკვიდურობას არსებული მოთხოვნის შესაბამისად მართავს | ნათია თურნავა

BM.GE11 ნოემბერი, 2026, 23:00|bm.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მარეგულირებელი ეკონომიკაში ლარის ლიკვიდურობას არსებული მოთხოვნის შესაბამისად მართავს. ნათია თურნავამ პარლამენტში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განმარტა, რა შემთხვევაში აწვდის სებ-ი ბაზარს და რა შემთხვევაში იღებს ლარს ეკონომიკიდან.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მან 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები წარადგინა, რომელსაც დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.

„საქართველოს ეროვნული ბანკი ეკონომიკაში ლარის ლიკვიდურობას საბანკო სექტორიდან და ეკონომიკიდან მომდინარე მოთხოვნის შესაბამისად მართავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სისტემას საკმარისი ლარის ლიკვიდურობა გააჩნდეს. საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალური ბანკი ფინანსურ სისტემას დამატებით ლიკვიდურობას აწვდის, ხოლო ჭარბი ლიკვიდობის პირობებში ბაზრიდან მას იღებს“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ნათია თურნავამ განმარტა, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ეკონომიკისა და საფინანსო სექტორისთვის ეროვნული ვალუტის მიწოდება. ამ პროცესში გადამწყვეტია არსებული მოთხოვნა და ფინანსური სისტემის საჭიროებები. მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში, მათ შორის ბოლო თვეებში, ლარის ლიკვიდურობაზე მოთხოვნა შემცირებულია, რის გამოც კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკისგან რეფინანსირების სესხების სახით იმავე მოცულობის რესურსის მიღება აღარ სჭირდებათ. შესაბამისად, ეროვნული ბანკი ჭარბი ლიკვიდობის ბაზრიდან ამოღებას, ე.წ. სტერილიზაციას ახორციელებს.

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ ლარის ლიკვიდობის სათანადო მიწოდება მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობის, მზარდი ვაჭრობის, მომსახურებისა და ინვესტიციების დასაფინანსებლად. მისი განმარტებით, ლარის რესურსის არასაკმარისი მიწოდება ეკონომიკაში დეფიციტს შექმნიდა და ეკონომიკურ განვითარებას შეაფერხებდა.

"ლარს რომ არ ვბეჭდავდეთ (მოძველებული ტერმინია) [ანუ ეკონომიკას] არ ვაწვდიდეთ ლარს, შეიქმნება დეფიციტი, ვერ განვითარდება ეკონომიკა, ვერ მოხდება მზარდი ვაჭრობის და მზარდი ინვესტიციების მომსახურება", - განმარტა თურნავამ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნავთობის შესყიდვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დღგ-ის ასახვის წესი განახლდა

ნავთობის შესყიდვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დღგ-ის ასახვის წესი განახლდა

BM.GE

თურქეთმა და საუდის არაბეთმა 3,000 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურებზე შეთანხმება გააფორმეს

თურქეთმა და საუდის არაბეთმა 3,000 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურებზე შეთანხმება გააფორმეს

BM.GE

ქართული კომპანიების მხრიდან დაინტერესებაა, რომ აქციები უცხოურ საფონდო ბაზრებზე განათავსონ - Galt & Taggart

ქართული კომპანიების მხრიდან დაინტერესებაა, რომ აქციები უცხოურ საფონდო ბაზრებზე განათავსონ - Galt & Taggart

BM.GE

ლიცენზირების გამარტივება არაა საკმარისი, რომ რეპუტაციული ბანკები საქართველოში შემოსვლით დაინტერესდნენ - კეპულაძე

ლიცენზირების გამარტივება არაა საკმარისი, რომ რეპუტაციული ბანკები საქართველოში შემოსვლით დაინტერესდნენ - კეპულაძე

BM.GE