მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სებ-ი მოსახლეობას ფინანსურ პროდუქტებში ინვესტირებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
სებ-ი მოსახლეობას ფინანსურ პროდუქტებში ინვესტირებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

სებ-ი მოსახლეობას ფინანსურ პროდუქტებში ინვესტირებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

BM.GE23 ოქტომბერი, 2026, 19:29|bm.ge

სებ-ი მოსახლეობას ფინანსურ პროდუქტებში ინვესტირებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მარეგულირებელი აფრთხილებს მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ისეთ პირებთან კომუნიკაციისას, რომლებიც მათ ზემოხსენებულ ფინანსურ პროდუქტებში ინვესტირებას სთავაზობენ.

"სხვადასხვა სახის ფინანსურ აქტივებსა თუ ინსტრუმენტებში ინვესტირებასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება გაამახვილონ და გადაამოწმონ აქვთ თუ არა შესაბამისი ლიცენზია იმ შუამავალ პირებს, რომლებიც აღნიშნულ პროდუქტებში ინვესტირებასა და მასში ჩართულობას სთავაზობენ.

როგორც წესი, ფინანსურ პროდუქტებში ინვესტირებასთან დაკავშირებული საშუამავლო საქმიანობა მოითხოვს შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემულ საქმიანობის ლიცენზიას. აღნიშნული ნებართვის გარეშე პირის საშუამავლო საქმიანობა შეიძლება წარმოადგენდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის დანაშაულს, კერძოდ, უკანონო სამეწარმეო საქმიანობას.აღსანიშნავია, რომ ფინანსურ პროდუქტებს განეკუთვნება არა მხოლოდ ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტები, როგორებიცაა აქციები, ობლიგაციები და სხვა, მათ შორის, ტოკენიზებული ფორმით არსებული ფასიანი ქაღალდები, არამედ უფრო კომპლექსური ინსტრუმენტებიც ფინანსური დერივატივების სახით, როგორიცაა ფინანსური კონტრაქტები ფასთა შორის სხვაობაზე (CFD) და ბინარული ოფციონები.ფინანსური კონტრაქტი ფასთა შორის სხვაობაზე (CFD) წარმოადგენს ისეთ კონტრაქტს, რომლის საფუძველზე ინვესტორი თანხმდება სამომავლოდ მიიღოს ან გადაიხადოს შესაბამისი საბაზისო აქტივის ან საბაზისო მაჩვენებლის საწყის (CFD პოზიციის გახსნისას დაფიქსირებულ) და სამომავლო (CFD პოზიციის დახურვისას დაფიქსირებულ) ფასებს/დონეებს შორის სხვაობა. CFD-ის საბაზისო აქტივი შეიძლება იყოს, მათ შორის, ფასიანი ქაღალდი, ვალუტა, საქონელი (მაგ., ძვირფასი მეტალი), ვირტუალური აქტივი (მათ შორის „კრიპტო ვალუტა“), ხოლო საბაზისო მაჩვენებელი - საპროცენტო განაკვეთი, გაცვლითი კურსი, ინდექსი და სხვა. ამასთან, კონტრაქტის კომერციული სახელწოდება არ არის გადამწყვეტი ფასთა შორის სხვაობის კონტრაქტად მისი მიჩნევისათვის. მაგალითად, ბოლო პერიოდში გავრცელებული ე. წ. ‘Perpetual futures’/‘perpetual contract’-ები აგრეთვე შეიძლება წარმოადგენდეს მათი მახასიათებლების მიხედვით CFD-ს.რაც შეეხება ბინარულ ოფციონს, იგი ისეთი სახის კონტრაქტია, რომლის მიხედვითაც ინვესტორი ფულად თანხას მიიღებს ან გადაიხდის იმის მიხედვით, დადგება თუ არა კონტრაქტის ვადის ამოწურვის მომენტისთვის ან ვადის ამოწურვამდე საბაზისო აქტივის ფასთან ან საბაზისო მაჩვენებელთან დაკავშირებული რომელიმე წინასწარ განსაზღვრული მოვლენა. ბინარული ოფციონის საბაზისო აქტივი CFD-ის მსგავსად შეიძლება იყოს, მათ შორის, ფასიანი ქაღალდი, ვალუტა, საქონელი (მაგ., ძვირფასი მეტალი), ვირტუალური აქტივი (მათ შორის „კრიპტო ვალუტა“), ხოლო საბაზისო მაჩვენებელი - საპროცენტო განაკვეთი, გაცვლითი კურსი, ინდექსი, ინფლაცია და სხვა. ამ შემთხვევაშიც, კონტრაქტის კომერციული სახელწოდება არ არის გადამწყვეტი ბინარულ ოფციონად მისი მიჩნევისათვის. ამ თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში გავრცელდა ე.წ. „Prediction Market“-ები, რომლებიც პოტენციურ ინვესტორს კონკრეტული მოვლენის დადგომასთან დაკავშირებით ვაჭრობის შესაძლებლობას (ე. წ. ‘event contract’) სთავაზობენ. პოტენციურმა ინვესტორებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, როცა შესაბამისი მოვლენა რომელიმე ზემოხსენებულ ფინანსურ აქტივთან ან ფინანსურ მაჩვენებელთან არის დაკავშირებული, ვინაიდან მათთვის ასეთი კონტრაქტების შეთავაზება შესაძლოა საჭიროებდეს შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემულ ლიცენზიას.ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ისეთ პირებთან კომუნიკაციისას, რომლებიც მათ ზემოხსენებულ ფინანსურ პროდუქტებში ინვესტირებას სთავაზობენ. ამავდროულად, სებ-ი მოუწოდებს მოქალაქეებს გადაამოწმონ არიან თუ არა აღნიშნული პირები უფლებამოსილი მარეგულირებელი ორგანოს მიერ ლიცენზირებულნი", - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ გაფრთხილებაში. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკერო, აქტივების მმართველი კომპანიებისა და კომერციული ბანკების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია სებ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე:

• საბროკერო კომპანიები • საინვესტიციო ფონდები და აქტივების მმართველი კომპანიები • კომერციული ბანკები

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მოუწოდებს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 38 სტატია.

  • უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი და პოლონეთი ბრიუსელს მოუწოდებს, რუსულ ენერგომომარაგებაზე უარის თქმის წესები შეამსუბუქოს - Euronewsრუსთავი 2
  • ბრიუსელი "ოცნებას" დაკავებული პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებსტვ პირველი
  • რომის პაპმა პუტინს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდაფორმულა
  • შეწყვიტეთ რწმუნებულების დისკრედიტაციის მიზნით ცრუ ინფორმაციის გავრცელება – ომბუდსმენი დავითაძის მხარეს მოუწოდებსნეტგაზეთი
მოუწოდებს →

მსგავსი სტატიები

ბოლო 1 წელიწადში ბანკებმა ბიზნესის დაკრედიტება ₾4.4 მილიარდით გაზარდეს - ნახევარი უძრავ ქონებაზე მოდის

ბოლო 1 წელიწადში ბანკებმა ბიზნესის დაკრედიტება ₾4.4 მილიარდით გაზარდეს - ნახევარი უძრავ ქონებაზე მოდის

BM.GE

იქირავე ავტომობილი უსაფრთხოდ და მარტივად: როგორ ცვლის Trentro მოგზაურობის გამოცდილებას

იქირავე ავტომობილი უსაფრთხოდ და მარტივად: როგორ ცვლის Trentro მოგზაურობის გამოცდილებას

BM.GE

აშშ-ში დონალდ ტრამპის ეკონომიკური რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

აშშ-ში დონალდ ტრამპის ეკონომიკური რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

BM.GE

„შეხვდი ახალ დასაწყისს“ – „თეთრი კვადრატის“ ახალი კამპანია

„შეხვდი ახალ დასაწყისს“ – „თეთრი კვადრატის“ ახალი კამპანია

BM.GE