მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. შეწყვიტეთ რწმუნებულების დისკრედიტაციის მიზნით ცრუ ინფორმაციის გავრცელება - ომბუდსმენი დავითაძის მხარეს მოუწოდებს - Netgazeti
შეწყვიტეთ რწმუნებულების დისკრედიტაციის მიზნით ცრუ ინფორმაციის გავრცელება - ომბუდსმენი დავითაძის მხარეს მოუწოდებს - Netgazeti

შეწყვიტეთ რწმუნებულების დისკრედიტაციის მიზნით ცრუ ინფორმაციის გავრცელება - ომბუდსმენი დავითაძის მხარეს მოუწოდებს - Netgazeti

ნეტგაზეთი9 ოქტომბერი, 2026, 11:52|netgazeti.ge

სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ ეხმაურებიან პატიმარ გიორგი დავითაძის მხარის მიერ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას და მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სახალხო დამცველის რწმუნებულების დისკრედიტაციის მიზნით ცრუ ინფორმაციის გავრცელება“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა, საკუთარი მანდატის ფარგლებში, გიორგი დავითაძის უფლებების დასაცავად ყველა საჭირო მოქმედება განახორციელა და მათი მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ომბუდსმენის აპარატი ამბობს, რომ ამ გამოძიების მონიტორინგი გრძელდება.

განცხადების მიხედვით, სიცრუეა ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია:

„მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა მსჯავრდებულს ექსპერტიზის ჩატარების მიზანშეუწონლობის შესახებ რჩევა მისცა, არ შეესაბამება სინამდვილეს. დოკუმენტურად დასტურდება (პატიმრის ხელმოწერით დადასტურებული დოკუმენტი), რომ გიორგი დავითაძის განცხადებით, ექსპერტიზის ჩატარების საკითხზე კონსულტაციას თავის ადვოკატთან გაივლიდა. […] სახალხო დამცველის რწმუნებულებზე გავლენის მოხდენის ნებისმიერი მცდელობა შემაშფოთებელია და არ ემსახურება არც კონკრეტული პატიმრის და არც სხვა პატიმრების კანონიერი უფლებების დაცვის ინტერესებს“.

ადვოკატმა დარეჯან სულაშვილმა „ტვ პირველთან“ გუშინ თქვა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელი პატიმარ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ინციდენტიდან მალევე, 2025 წლის დეკემბერში შევიდა. ექსპერტიზის ჩატარება მსჯავრდებულის უნიციატივით გადაწყდა, თუმცა ომბუდსმენის წარმომადგენელმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ:

„[გიორგიმ] მას უთხრა, გაანდო თავისი ინიციატივა, რომ ჩავატაროთ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაო და სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ფაქტობრივად უბიძგა გიორგის უარისკენ, იმიტომ, რომ მან უთხრა, რომ მხოლოდ 72 საათი იყო მნიშვნელოვანი ამ ექსპერტიზისთვის“, – თქვა ადვოკატმა.

პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს. საუბარია 2025 წლის 21 დეკემბერს მომხდარზე. ამ საკითხზე მან სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, კამერის ჩანაწერში ჩანს აღნიშნული ფაქტი და რომ დეესკალაციის საკანში ამ დროს 10 ადამიანი იმყოფებოდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გიორგი დავითაძის განცხადებას. უწყებამ კადრებიც გაავრცელა და თქვა, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება – დათვალიერებას, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

უწყების პოზიციით, „მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“.

დავითაძის დედა აცხადებს, რომ გავრცელებული ვიდეომასალა სრული არაა და მას ნანახი აქვს 5 ფაილი, 20 წუთამდე კადრები. ოჯახი ითხოვს მასა სრულად, ხმით გამოქვეყნდეს.

ოჯახი მოითხოვს, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ – სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, გიორგი პატარიძე, ასევე- რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი შოთა ტრაპაიძე.

ოჯახი ასევე ითხოვს, დაწესებულება დატოვონ და პასუხი აგონ იმ პირებმა, რომლებსაც გიორგი დავითაძე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

იხილეთ ასევე:

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭება

ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭება

ნეტგაზეთი

“ოცნებამ” კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა” – TI საქართველო

“ოცნებამ” კრიტიკულ ტელევიზიებს 93 სიტყვის გამოყენება აუკრძალა” – TI საქართველო

ნეტგაზეთი

ვარკეთილში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ვარკეთილში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ნეტგაზეთი