მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სებ-მა Bank of China-სთან თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა
სებ-მა Bank of China-სთან თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა

სებ-მა Bank of China-სთან თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა

BM.GE30 ოქტომბერი, 2026, 19:53|bm.ge

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა Bank of China-სთან შეთანხმება გააფორმა. დოკუმენტს ხელი „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში სებ-ი პრეზიდენტ ნათია თურნავას და Bank of China-ს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ იან ჯუნის შეხვედრისას მოეწერა.

სებ-ის ინფორმაციით, Bank of China-სთან შეთანხმება ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (CIBM) ინვესტორებთან დაკავშირებულ გენერალურ ხელშეკრულებას წარმოადგენს.

"აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს ჩინეთის ფინანსურ ბაზარზე საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებასა და ფინანსური რისკების მართვის გაუმჯობესებას. შეთანხმების საფუძველზე Bank of China საქართველოს ეროვნულ ბანკს CIBM ბაზარზე ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო ძირითად მომსახურებას გაუწევს, რაც ეროვნულ ბანკს ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას გაუფართოებს. ამასთანავე, მხარეებმა ხელი მოაწერეს დერივატივების ჩარჩო ხელშეკრულებას (ISDA - International Swaps and Derivatives Association), რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკს სავალუტო და საპროცენტო განაკვეთის დერივატივებზე წვდომას გაუფართოებს. აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტები ხელს შეუწყობს სებ-ის საერთაშორისო რეზერვებში არსებული სავალუტო და საპროცენტო რისკების უფრო ეფექტიან მართვას", - აცხადებენ ეროვნულ ბანკში. მათი განმარტებით, ISDA ხელშეკრულება ასევე გააძლიერებს CIBM ბაზარზე ინვესტირებასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს სებ-ის საერთაშორისო რეზერვების ჩინური იუანის საინვესტიციო პორტფელის მართვის მეტ მოქნილობას.„საქართველოსა და ჩინეთს შორის მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ფინანსური კავშირების გაძლიერება და თანამედროვე საბანკო მომსახურების განვითარება ახლდეს თან. Bank of China-სთან თანამშრომლობის გაღრმავება ქართულ კომერციულ ბანკებს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის საერთაშორისო საბანკო ქსელთან ურთიერთობის, ტრანსსასაზღვრო გადახდებისა და ანგარიშსწორების მიმართულებით. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ქართულ და ჩინურ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის განვითარებას და ზოგადად საქართველოს ფინანსური სექტორის საერთაშორისო კავშირების გაფართოებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.იან ჯუნის განცხადებით, Bank of China დაინტერესებულია საერთაშორისო ფინანსური კავშირების გაძლიერებით და მზად არის, ქართულ ფინანსურ სექტორთან თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილოს.„საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის. ქართულ კომერციულ ბანკებთან პირდაპირი დიალოგი საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავეცნოთ მათი საქმიანობის სპეციფიკას, განვიხილოთ არსებული საჭიროებები და გამოვავლინოთ თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს ჩვენს შორის საქმიანი კავშირების განვითარებას და ფინანსური მომსახურების სფეროში ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - აღნიშნა იან ჯუნმა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ქართულ კომერციულ ბანკებსა და ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს საბანკო ინსტიტუტს შორის კავშირების განვითარებასა და ტრანსსასაზღვრო საბანკო მომსახურების შესაძლებლობებზე.ჩინური მხარის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ქართულ კომერციულ ბანკებთან, რომელთა მიზანი სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებების განხილვა იყო.Bank of China ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო ინსტიტუტია და საერთაშორისო მასშტაბით ფართო ქსელით ოპერირებს. ბანკი 2025 წლის ბოლოს მონაცემებით, ჩინეთის კონტინენტური ნაწილის მიღმა 64 ქვეყანაში და რეგიონში იყო წარმოდგენილი, რაც მას საერთაშორისო ვაჭრობის, ტრანსსასაზღვრო ანგარიშსწორებისა და ფინანსური მომსახურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორად აქცევს.“თბილისის ფინანსური სამიტის” ფარგლებში გამართული შეხვედრები ამ თანამშრომლობის გაგრძელებაა და მიზნად ისახავს საქართველოსა და ჩინეთის ფინანსურ სექტორებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას, ქართული კომერციული ბანკებისთვის ახალი პარტნიორული შესაძლებლობების შექმნასა და საერთაშორისო ფინანსური კავშირების გაფართოებას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, გაზმომარაგება დროებით 13 000 აბონენტს შეუწყდება

რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, გაზმომარაგება დროებით 13 000 აბონენტს შეუწყდება

BM.GE

პრინსტონიდან „შუახევი ჰესზე“ - პრაქტიკული გამოცდილება მომავალი ინჟინრებისთვის

პრინსტონიდან „შუახევი ჰესზე“ - პრაქტიკული გამოცდილება მომავალი ინჟინრებისთვის

BM.GE

მდგრადი ურბანული განვითარება საქართველოში დასკვნითი გაცვლითი კონფერენცია - ურბანული ლაბორატორიები საქართველოში: იდეებიდან განხორციელებამდე თქვენს ქალაქს სჭირდება თქვენი იდეები

მდგრადი ურბანული განვითარება საქართველოში დასკვნითი გაცვლითი კონფერენცია - ურბანული ლაბორატორიები საქართველოში: იდეებიდან განხორციელებამდე თქვენს ქალაქს სჭირდება თქვენი იდეები

BM.GE

მიკროსაფინანსო სექტორის მოგება 57.7%-ით გაიზარდა და ₾172.5 მილიონს მიაღწია

მიკროსაფინანსო სექტორის მოგება 57.7%-ით გაიზარდა და ₾172.5 მილიონს მიაღწია

BM.GE