მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სემეკი 24-25 ივლისის სისტემური ავარიების გამო კომპანიებისთვის 150 000-ლარიან ჯარიმებს განიხილავს
სემეკი 24-25 ივლისის სისტემური ავარიების გამო კომპანიებისთვის 150 000-ლარიან ჯარიმებს განიხილავს

სემეკი 24-25 ივლისის სისტემური ავარიების გამო კომპანიებისთვის 150 000-ლარიან ჯარიმებს განიხილავს

BM.GE21 ოქტომბერი, 2026, 20:24|bm.ge

24-25 ივლისის ელექტროენერგიის სისტემური გათიშვების გამო კომპანიებს ჯამში 150 000 ლარის ოდენობით ჯარიმა ემუქრებათ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, კომისიის მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა სისტემური ავარიების დეტალური შესწავლა დაასრულა და არაერთი ხარვეზი და დარღვევა გამოავლინა.

ნარმანიას განმარტებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული მაქსიმალური სანქცია ერთ შემთხვევაში 75 000 ლარია. რადგან შესწავლილია ორი სისტემური ავარია, თითოეული შემთხვევა ცალ-ცალკე განიხილება. შესაბამისად, კომპანიებისთვის შესაძლო ჯარიმების ჯამური ოდენობა 150 000 ლარს შეადგენს.

თუმცა, სანქციების დაკისრების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. სემეკის თავმჯდომარის ინფორმაციით, დასკვნა შესაბამის კომპანიებს გადაეგზავნებათ, მათ საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ, რის შემდეგაც კომისია საკითხის განხილვას ორ კვირაში დაასრულებს.

„მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა დაასრულა 24-25 ივლისის სისტემური ავარიების საკითხების დეტალური შესწავლა. შესწავლილ იქნა გადამცემი და გენერაციის ობიექტების საქმიანობის ქსელის წესებთან შესაბამისობის საკითხები. არაერთი ხარვეზი და დარღვევა იქნა აღმოჩენილი სამუშაო ჯგუფის მიერ და მომზადებული და ხელმოწერილი დასკვნა გადაეგზავნებათ შესაბამის დაინტერესებულ პირებს. ელექტროსისტემას, ხრამჰესს და გენერაციის სხვა ობიექტებს, ასევე ენერგოპროს, იმისათვის, რომ გაეცნონ დასკვნაში წარმოდგენილ საკითხებს და წარმოადგინონ მათი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ორი კვირის ვადაში მარეგულირებელი კომისია დაასრულებს საკითხის განხილვას და მიიღებს შესაბამის ზომებს და შედეგად დასანქცირდებიან კომპანიები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფის დასკვნაში წარმოდგენილი საკითხები საკმარისია იმისთვის, რომ კომისიამ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალური ზომა გამოიყენოს.

„დასკვნაში წარმოდგენილი საკითხები სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ კომისიამ გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალური ზომა“, - აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.

ნარმანიას განცხადებით, სამუშაო ჯგუფის შეფასებით, 24-25 ივლისის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, შესაბამისი რეგულაციები დროულად რომ განხორციელებულიყო და ავტომატური დაცვისა და სხვა ტექნიკური რეგულირების ინსტრუმენტები გამართულად ყოფილიყო.

2026 წლის ზაფხულში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა ჯამში სამჯერ დაფიქსირდა. 24 და 25 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება თბილისსა და რეგიონების ნაწილში რამდენიმე საათით შეწყდა. სასისტემო გათიშვა დაფიქსირდა 5 აგვისტოსაც. სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა განაცხადა, რომ 5 აგვისტოს გათიშვა ტესტირების პროცესს უკავშირდებოდა, რომლის მიზანიც სწორედ 24-25 ივლისს მომხდარი ავარიული გათიშვების მიზეზების დადგენა იყო.

სახელმწიფო ელექტროსისტემის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ავარიის დროს თითქმის ყველა ძირითადი გადამცემი ხაზის მაჩვენებელი „განულებული“ იყო. 24-25 ივლისის ე.წ. ბლექაუთების მიზეზების დადგენაზე ამ დრომდე მუშაობენ როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი), ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სემეკის წინასწარი შეფასებით, 25 ივლისს ავარიის გამომწვევი მიზეზი იყო „იმერეთის“ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე არსებული ავარია, რომელიც მერე უკვე გადაეცა მთელ სისტემას და სისტემაში არსებულმა გამორთვის ინსტრუმენტებმა სათანადოდ არ იმუშავა. რაც შეეხება ენგურჰესს, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ "დაცვის სისტემების გარკვეულ ნაწილში პრობლემა იყო".

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რაჭაში 1300-მდე მევენახემ ₾19 მილიონის შემოსავალი მიიღო - როგორ მიმდინარეობს რთველი რეგიონში?

რაჭაში 1300-მდე მევენახემ ₾19 მილიონის შემოსავალი მიიღო - როგორ მიმდინარეობს რთველი რეგიონში?

BM.GE

სიმულაციური სათხილამურო სივრცე - თიბისი ლიზინგი „სქი ქლაბ ჯორჯია“-ს მხარდამჭერია

სიმულაციური სათხილამურო სივრცე - თიბისი ლიზინგი „სქი ქლაბ ჯორჯია“-ს მხარდამჭერია

BM.GE

9 თვეში ბათუმის აეროპორტის მგზავრთნაკადი 10%-ით 1 098 027-მდე გაიზარდა | TAV Georgia

9 თვეში ბათუმის აეროპორტის მგზავრთნაკადი 10%-ით 1 098 027-მდე გაიზარდა | TAV Georgia

BM.GE

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE