მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სემეკმა გაზის განაწილების ლიცენზია გაუუქმა კომპანიას, რომელიც ბუნებრივ აირს "მუხიანის აგარაკებს" აწვდიდა
სემეკმა გაზის განაწილების ლიცენზია გაუუქმა კომპანიას, რომელიც ბუნებრივ აირს "მუხიანის აგარაკებს" აწვდიდა

სემეკმა გაზის განაწილების ლიცენზია გაუუქმა კომპანიას, რომელიც ბუნებრივ აირს "მუხიანის აგარაკებს" აწვდიდა

BM.GE7 ოქტომბერი, 2026, 20:49|bm.ge

სემეკმა შპს „ყამარი მ“-ის, რომელიც ე.წ მუხიანის აგარაკების გაზმომარაგებაზეა პასუხისმგებელი ლიცენზია გაუუქმა. მარეგულირებელმა ეს გადაწყვეტილება დღეს ჩატარებულ საგანგებო სხდომაზე მიიღო.

კერძოდ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) გამართულ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, გაუქმდა შპს „ყამარი მ“-ის სახელზე გაცემული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია.

შპს „ყამარი მ“-ის სალიცენზიო არეალში არსებული მომხმარებლების უწყვეტი, საიმედო და უსაფრთხო გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „თბილისი ენერჯის“ დაევალა ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და განაწილების მომსახურების განხორციელება იმ მომხმარებლებისთვის, რომელთა გაზმომარაგებასაც შპს „ყამარი მ“ უზრუნველყოფდა.

სემეკის ცნობითვე, ამ ეტაპზე მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს.

"შპს „ყამარი მ“-ისთვის ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილება განპირობებულია კომპანიის მიერ მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზით უწყვეტი და საიმედო მომარაგების ვალდებულების შეუსრულებლობით. მომხმარებლების ბუნებრივი გაზით უწყვეტი და საიმედო მომარაგების ვალდებულების შესრულების მიზნით, შპს „ყამარი მ“-სა და საბითუმო მიმწოდებელ შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ შორის გაფორმებული ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისა და მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის შედეგად, შპს „ყამარი მ“-ს შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის“ მიმართ მნიშვნელოვანი ოდენობის დავალიანება დაუგროვდა. აღნიშნული დავალიანების გამო, 2026 წლის 5 ოქტომბერს შპს „ყამარი მ“-ს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა", - ნათქვამია სემეკის განცხადებაში.

შპს „ყამარი მ“ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს 4572 მომხმარებლისთვის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მთავრობა სახელმწიფო საწარმოების მართვის 3-წლიან სტრატეგიას დაამტკიცებს, განიხილება კომპანიების პრივატიზებაც

მთავრობა სახელმწიფო საწარმოების მართვის 3-წლიან სტრატეგიას დაამტკიცებს, განიხილება კომპანიების პრივატიზებაც

BM.GE

Porsche ავტომობილებს გააძვირებს და ნაკლებ მოდელს გამოუშვებს

Porsche ავტომობილებს გააძვირებს და ნაკლებ მოდელს გამოუშვებს

BM.GE

ცენტრალური აზიის რომელმა ქვეყნებმა გაამკაცრეს რუსეთის საზღვარზე საკარანტინო კონტროლი?

ცენტრალური აზიის რომელმა ქვეყნებმა გაამკაცრეს რუსეთის საზღვარზე საკარანტინო კონტროლი?

BM.GE

თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში - კობახიძე

თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში - კობახიძე

BM.GE