მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სემეკმა GWP-ის აბონენტებისთვის მაღალი დარიცხვების შესწავლა დაიწყო - რა შემთხვევაში ჩამოეწერება მოქალაქეს თანხა?
სემეკმა GWP-ის აბონენტებისთვის მაღალი დარიცხვების შესწავლა დაიწყო - რა შემთხვევაში ჩამოეწერება მოქალაქეს თანხა?

სემეკმა GWP-ის აბონენტებისთვის მაღალი დარიცხვების შესწავლა დაიწყო - რა შემთხვევაში ჩამოეწერება მოქალაქეს თანხა?

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 22:11|bm.ge

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ აბონენტებზე მასობრივად განხორციელებული მაღალი დარიცხვების შესწავლა დაიწყო.

მარეგულირებლის ინფორმაციით, მოქალაქეთა მომართვების საფუძველზე კომისიაში მიმდინარეობს აღნიშნული საკითხების ინდივიდუალურად მოკვლევა.

თუ შესწავლის შედეგად დადასტურდება, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ ქსელზე მიერთების საფასურის დარიცხვა განხორციელდა უკვე მოქმედ აბონენტებზე, რაც არ შეესაბამება სემეკის რეგულაციებსა და წესებს, მომხმარებლებს აღნიშნული დარიცხვები ჩამოეწერებათ. (გარდა სასმელი წყლისა და წყალარინების ქსელებზე თვითნებური მიერთებების შემთხვევებისა).

კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ შესწავლის შედეგად დადასტურდება აბონენტებზე მასობრივად უსაფუძვლო დარიცხვების განხორციელება, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირების მექანიზმები. აღნიშნული არ შეეხება იმ აბონენტებს, რომლებიც არ იხდიან მომსახურების საფასურს და არღვევენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოსთან მემორანდუმი გაფორმდა - რას ითვალისწინებს?

თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოსთან მემორანდუმი გაფორმდა - რას ითვალისწინებს?

BM.GE

მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დააჯარიმა

მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დააჯარიმა

BM.GE

საკვებისა და სასმელების გამოფენა SIAL Paris 2026-ში მონაწილეობა 31-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო

საკვებისა და სასმელების გამოფენა SIAL Paris 2026-ში მონაწილეობა 31-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო

BM.GE

მელანია ტრამპის შუამავლობით, რუსეთი და უკრაინა ოლეშკიში ჰუმანიტარული მიზნებისთვის ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

მელანია ტრამპის შუამავლობით, რუსეთი და უკრაინა ოლეშკიში ჰუმანიტარული მიზნებისთვის ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

BM.GE