მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემის მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემის მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო

სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემის მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო

BM.GE24 ივლისი, 2026, 21:25|bm.ge

სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას თავად მარეგულირებელი ავრცელებს.

"საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, საჯარო სხდომაზე განიხილა და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიიღო გადაწყვეტილება 24 ივლისს საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლის შესახებ.

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის შესწავლის ფარგლებში, სემეკის შემსწავლელ ჯგუფს მიენიჭა შეუზღუდავი წვდომა რეგულირებული საწარმოების მონაცემებსა და შესაბამის ინფორმაციებზე", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 24 ივლისს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. შედეგად, თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში დროებით შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დრომდე უცნობია მასობრივი გათიშვის მიზეზი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ალეხანდრო ბეტანკური - ბიზნესმენი, რომელიც ვენესუელის ნავთობის ისტორიულ გარიგებაში აშშ-ის მთავარი პარტნიორი გახდა

ალეხანდრო ბეტანკური - ბიზნესმენი, რომელიც ვენესუელის ნავთობის ისტორიულ გარიგებაში აშშ-ის მთავარი პარტნიორი გახდა

BM.GE

რუსეთის სახელმწიფო სამხედრო კომპანია აცხადებს, რომ წლის პირველ ნახევარში $13 მილიარდის კონტრაქტები გააფორმა

რუსეთის სახელმწიფო სამხედრო კომპანია აცხადებს, რომ წლის პირველ ნახევარში $13 მილიარდის კონტრაქტები გააფორმა

BM.GE

"ერთ ჩამოსხმაზე, ერთ ლოტზე ერთი სერტიფიკატი გაიცეს... ეს უფრო მისაღები იქნებოდა" - მეღვინე ღვინის სერტიფიკატის 10-ლარიან მოსაკრებელზე

"ერთ ჩამოსხმაზე, ერთ ლოტზე ერთი სერტიფიკატი გაიცეს... ეს უფრო მისაღები იქნებოდა" - მეღვინე ღვინის სერტიფიკატის 10-ლარიან მოსაკრებელზე

BM.GE

ირანის უშიშროების საბჭოს მდივანმა აშშ-ის მიმართ განცხადება გააკეთა - რაზე ისაუბრა მოჰსენ რეზაიმ

ირანის უშიშროების საბჭოს მდივანმა აშშ-ის მიმართ განცხადება გააკეთა - რაზე ისაუბრა მოჰსენ რეზაიმ

BM.GE