
SENSA - მშვიდ ცხოვრებაში ინვესტიციის დროა
ადგილი, სადაც ყველაზე ღირებულ დროს გაატარებ
ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და შავ ზღვას შორის, იქ სადაც ქალაქის დინამიკას ბუნების რიტმი უთმობს ადგილს, Tempo ახალ საცხოვრებელ პროექტს - SENSA-ს წარმოგიდგენთ. ეს არის სივრცე, რომელიც თქვენი ცხოვრების ტემპს ერგება და სადაც ყველაზე ძვირფასი რესურსი - დრო - სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება.
საფუძველი, რომელზეც ნდობა შენდება
ნდობა სიტყვებით არ შენდება - ის გამოცდილებითა და დათქმულ ვადებში შესრულებული საქმით იზომება. SENSA-ს წინ უსწრებს Tempo City - ბათუმის ახალ ბულვარში განხორციელებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც Queen's Residence და Serenade დათქმულ ვადებში სრულდება. დაგეგმილ დროში დასრულებული თითოეული ეტაპი და შესრულებული დაპირება SENSA-ს მყარ საფუძვლად იქცა.
მშენებლობას მართავს პარტნიორი კომპანია SITA, რომლის მრავალწლიანი გამოცდილება ხარისხსა და სიზუსტეს უზრუნველყოფს, რათა საბოლოო შედეგი ზუსტად შეესაბამებოდეს თავდაპირველ ჩანაფიქრს.
არქიტექტურა, რომელიც ბუნების გაგრძელებაა
SENSA-ს ფასადი შავი ზღვისა და ბოტანიკური ბაღის აყვავებული სიმწვანითაა შთაგონებული. ის გარემოს ბუნებრივ გაგრძელებად აღიქმება - ელეგანტური, ორგანული არქიტექტურა, რომელიც შლის საზღვარს არქიტექტურასა და ლანდშაფტს შორის. პროექტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ელემენტია ბათუმისთვის დამახასიათებელი ხეების სკულპტურული ინსტალაციები, რომლებიც შენობის სტრუქტურაშია ინტეგრირებული და კონსოლურ აივნებზე ყოველ მესამე სართულზე ვითარდება. შედეგად, ბუნება სახლის განუყოფელი ნაწილი ხდება.
SENSA მოიცავს 16 სართულსა და სხვადასხვა ტიპის სტუდიო, ერთსაძინებლიან, ორსაძინებლიან და სამსაძინებლიან რეზიდენციებს. პროექტის დასრულების თარიღია 2030 წელი.