მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სექტემბერში, დიზელი წლიურად 54%-ით გაძვირდა, ბენზინი - 30%-ით | საქსტატი
სექტემბერში, დიზელი წლიურად 54%-ით გაძვირდა, ბენზინი - 30%-ით | საქსტატი

სექტემბერში, დიზელი წლიურად 54%-ით გაძვირდა, ბენზინი - 30%-ით | საქსტატი

BM.GE2 ოქტომბერი, 2026, 15:37|bm.ge

საქსტატმა 2026 წლის სექტემბრის ინფლაციის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საწვავის ფასის ზრდამ წლიურ ინფლაციაში 2.2 პროცენტული პუნქტის გავლენა მოახდინა. მთლიანობაში სექტემბერში ინფლაცია 5.6%-ს შეადგენდა.

საქსტატის თანახმად, ყველაზე დიდი გავლენა ფასების ზრდაზე საწვავის გაძვირებამ მოახდინა - ბენზინი წლიურად 30%-ით, დიზელი კი 54%-ით არის გაძვირებული.

რაც შეეხება სხვა ჯგუფებს, მათში ფასების ცვლილება ასეთი იყო:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.24 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9%), პური და პურპროდუქტები (6.9%), ზეთი და ცხიმი (4.8%), ყავა, ჩაი და კაკაო (4.6%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.4%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-4.3%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0.7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.6%);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.2%-ით, რაც 0.89 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (10.9%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.5%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (9.8%);

ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 8%-ით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.66 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (11.5%), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.8%);

განათლება: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.5%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში -0.55 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა უმაღლეს განათლებაზე (-32.9%). ამასთან ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (7%), დონით განუსაზღვრელი განათლება (6.8%) და საშუალო განათლება (6.6%).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

წყალტუბოს სოფელ ფარცხანაყანებში ყველს უკანონოდ აწარმოებდნენ - ბიზნესსუბიექტი დაჯარიმდა

წყალტუბოს სოფელ ფარცხანაყანებში ყველს უკანონოდ აწარმოებდნენ - ბიზნესსუბიექტი დაჯარიმდა

BM.GE

13 საბაზისო სურსათის ფასი 4.4%-ით შემცირდა|როგორი იცვლებოდა ფასები სექტემბერში ekalata.gov.ge-ზე?

13 საბაზისო სურსათის ფასი 4.4%-ით შემცირდა|როგორი იცვლებოდა ფასები სექტემბერში ekalata.gov.ge-ზე?

BM.GE

დღეს საკონსტიტუციოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა - ვინ შეცვლის გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს?

დღეს საკონსტიტუციოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა - ვინ შეცვლის გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს?

BM.GE

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება

BM.GE