მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სექტემბერში, ფოთში ახალ, მულტიმოდალურ საბაჟო ტერმინალს ავამოქმედებთ - მიხეილ ნამადოვი
სექტემბერში, ფოთში ახალ, მულტიმოდალურ საბაჟო ტერმინალს ავამოქმედებთ - მიხეილ ნამადოვი

სექტემბერში, ფოთში ახალ, მულტიმოდალურ საბაჟო ტერმინალს ავამოქმედებთ - მიხეილ ნამადოვი

BM.GE24 ივლისი, 2026, 20:48|bm.ge

ლოგისტიკური კომპანია „თბილისის ლოგისტიკური ცენტრი“ საქმიანობას აფართოებს. კომპანიის თანადამფუძნებელი მიხეილ ნამადოვი აცხადებს, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ფოთში ახალი, მულტიმოდალური საბაჟო ტერმინალი ამოქმედდება. ახალი პროექტი 30 000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და ის აღჭურვილი იქნება როგორც საკონტეინერო მოედნითა და სარკინიგზო ხაზით, ისე „A“ კლასის თანამედროვე საწყობებით.

მიხეილ ნამადოვის განმარტებით, საინვესტიციო ღირებულების ზუსტი ციფრი პროექტის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

„ჩვენ 17 წელია საერთაშორისო გადაზიდვებით ვართ დაკავებული და მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი. ახალი პროექტი რამდენიმე წლის წინ წამოვიწყეთ და ასე ვთქვათ, ავყევით ამ მიმდინარე ტენდენციებს.

დღესდღეობით კი, ჩვენ ვმართავთ თბილისის მასშტაბით 35 000 კვადრატულ მეტრ სასაწყობო მეურნეობებს, "A" კლასს, რომელიც წარმოდგენილია როგორც საბაჟო, ასევე არასაბაჟო სეგმენტში, სექტემბერში კი, უკვე გავუშვებთ ფოთში საბაჟო მულტიმოდალურ ტერმინალს. ჩვენ ძირითადად, სატრანზიტო ტვირთებს, საერთაშორისო კომპანიებს ვემსახურებით, თუმცა, მათ შორის, გვყავს ადგილობრივი კომპანიები, რომელთაც უღირთ, რომ აუთსორსზე გაიტანონ ლოგისტიკური სერვისები, ვინაიდან ზედმეტი თავის ტკივილი და ბევრი პრობლემის მოგვარება შეუძლიათ ჩვენი მეშვეობით“ - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.

მისივე შეფასებით, ბაზარზე „A“ კლასის საწყობებზე მოთხოვნა ცალსახად იზრდება, ხოლო ძველი „B“ და „C“ კლასის ფართები ფაქტობრივად, ამორტიზებულია და მათი გამოყენება თანამედროვე ლოგისტიკაში არაეფექტურია.

„ბაზარზე „A“ კლასის საწყობები მცირეა. ფასების დინამიკა კი დღეს საკმაოდ ჯანსაღია. კოვიდ პანდემიის შემდეგ ფასებში მკვეთრი ზრდა, რაც მთელ უძრავ ქონებას შეეხო, თუმცა დღეს საფასო სეგმენტი სტაბილურია“, - ამბობს ნამადოვი.

2025 წელს საქართველოს ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის ბრუნვა 9%-ით გაიზარდა და ₾11.4 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომელიც Galt & Taggart-მა დღეს წარადგინა. საინვესტიციო ბანკში აღნიშნავენ, რომ საქართველოს სასაწყობე ბაზარი გარდამავალ ეტაპზეა - ვაჭრობისა და ტვირთბრუნვის ზრდამ საწყობებზე მოთხოვნა გაზარდა, რაც მიწოდების ტემპის დაჩქარებაში აისახა, მაღალი კლასის დიდი ფართების დეფიციტმა ქირა მნიშვნელოვნად გაზარდა, ხოლო მსხვილმა კომპანიებმა პასუხად საკუთარი თანამედროვე სადისტრიბუციო ცენტრების მშენებლობა დაიწყეს. საწყობების უმეტესობაში კომპანიები საკუთარ ლოგისტიკურ ჯაჭვს თავად მართავენ, 3PL კვლავ განვითარების ადრეულ ეტაპზეა.

რაც შეეხება სექტორის შემოსავლებს, მიმოხილვის მიხედვით, გასულ წლებში შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა, აქტივობა კი ძირითადად თბილისში, ფოთსა და ბათუმშია კონცენტრირებული.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი ცოდნის, ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება - კობახიძე

ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი ცოდნის, ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება - კობახიძე

BM.GE

დამაგროვებელი ბატარეები რომ გვქონდეს, შესაძლოა, სისტემა უფრო სწრაფად აღდგენილიყო - ენერგეტიკოსი დენის გათიშვაზე

დამაგროვებელი ბატარეები რომ გვქონდეს, შესაძლოა, სისტემა უფრო სწრაფად აღდგენილიყო - ენერგეტიკოსი დენის გათიშვაზე

BM.GE

"საგზაო მოძრაობა დატვირთულია" - ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

"საგზაო მოძრაობა დატვირთულია" - ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

BM.GE

6 თვეში საქართველოში დიზელის/ბენზინის იმპორტი წლიურად 6,4%-ით შემცირდა

6 თვეში საქართველოში დიზელის/ბენზინის იმპორტი წლიურად 6,4%-ით შემცირდა

BM.GE