მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სექტემბერში თბილისში 4 254 ბინა გაიყიდა, ზრდა 10%-ია
სექტემბერში თბილისში 4 254 ბინა გაიყიდა, ზრდა 10%-ია

სექტემბერში თბილისში 4 254 ბინა გაიყიდა, ზრდა 10%-ია

BM.GE2 ნოემბერი, 2026, 17:20|bm.ge

TBC Capital-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის თანახმად, 2026 წლის სექტემბერში დედაქალაქში 4 254 ბინა გაიყიდა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით არის გაზრდილი, ხოლო ბაზრის ჯამურმა მოცულობამ $387 მილიონს მიაღწია, აქ წლიური ზრდა 17%-ს შეადგენს.

სექტემბერში ბინების საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე წლიურად 3%-ით გაიზარდა და $1 373 შეადგინა. საშუალო გასაქირავებელი ფასი კი 1%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე $10.3-ს მიაღწია. უძრავი ქონების საშუალო ამონაგებმა 8% შეადგინა.

გაყიდვების ზრდა ძირითადად ძველი ბინების სეგმენტმა განაპირობა, სადაც ტრანზაქციები 13%-ით გაიზარდა (3 496 ბინა). ახალი ბინების გაყიდვები კი 3%-ით შემცირდა (758 ბინა) და ჯამურ გაყიდვებში 18%-იანი წილი დაიკავა. კლება ძირითადად $1 500-ზე დაბალი ფასის ახალ ბინებზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება 9 თვის მონაცემებს, TBC Capital-ის ინფორმაციით, იანვარ-სექტემბერში თბილისში სულ 34 434 ბინა გაიყიდა (+18% წლიურად), ხოლო ბაზრის მოცულობამ $3 061 მილიონს მიაღწია (+23%).

გაყიდვების რაოდენობით სექტემბერში ლიდერობდა დიდი დიღომი (988 ბინა) და საბურთალო (705 ბინა), ხოლო ყველაზე მაღალი საშუალო გასაყიდი ფასი კვლავ მთაწმინდასა ($2 336/კვ.მ) და ვაკეში ($2 143/კვ.მ) დაფიქსირდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 176 სტატია.

  • განსაკუთრებული სამზადისი თბილისის ახალ ზოოპარკში - ნიამორების ისტორიულ არეალში დაბრუნების უნიკალური პროცესი "კურიერი P.S."-ის ობიექტივშირუსთავი 2
  • თბილისში, კუკური გოგიაშვილის ქუჩაზე, მოსახლეობა მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას აპროტესტებსტვ პირველი
  • თბილისში ქორწილში კაცი მოკლესნეტგაზეთი
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
თბილისის →

მსგავსი სტატიები

რუსთაველის რეაბილიტაციის დასრულების გადავადების ერთ-ერთი მიზეზი 29 ნალექიანი დღეა

რუსთაველის რეაბილიტაციის დასრულების გადავადების ერთ-ერთი მიზეზი 29 ნალექიანი დღეა

BM.GE

ტურიზმის ადმინისტრაციამ Skyscanner-ს €236 ათასის ხელშეკრულება გაუფორმა

ტურიზმის ადმინისტრაციამ Skyscanner-ს €236 ათასის ხელშეკრულება გაუფორმა

BM.GE

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა

BM.GE

"ორი ნაბიჯის" დამფუძნებლები კახი ბექაური და გიორგი ჩხეიძე მიკრობანკ "კრისტალის" აქციონერები ხდებიან

"ორი ნაბიჯის" დამფუძნებლები კახი ბექაური და გიორგი ჩხეიძე მიკრობანკ "კრისტალის" აქციონერები ხდებიან

BM.GE