ორიგინალი
"სექტორს სერიოზული დანაკარგი აქვს" - გენერაციის შეზღუდვები გრძელდება
BM.GE·13:48

"სექტორს სერიოზული დანაკარგი აქვს" - გენერაციის შეზღუდვები გრძელდება

26 ნოემბერი, 2026 · 13:48

ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებს დღესაც საშუალოდ 25-30%-იანი შეზღუდვა აქვთ. ამის შესახებ BMG-ს საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ეს სექტორს სერიოზულ ზარალს აყენებს. მაია მელიქიძე ამბობს, რომ სექტორი სახელმწიფოსთან კომუნიკაციის გააქტიურებას ელის.

"ჩამოსაყალიბებელია სტრატეგია და კრიტიკულად მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან კომუნიკაცია. კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე ძალიან რთული იქნება იმ მიზნის მიღწევა, რაც არის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. ამ ეტაპისთვის ველოდებით კომუნიკაციის გააქტიურებას და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შემდეგი ერთი თვის განმავლობაში შედგება ის მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც პასუხს გასცემს კითხვას, რა სტრატეგიით ვიმუშავებთ მომავალი წლის განმავლობაში, რათა სექტორმა არ მიიღოს ძალიან დიდი ფინანსური დარტყმა.

გენერაციის შეზღუდვებთან დაკავშირებით ძალიან რთული სიტუაციაა დღესაც. ძალიან ბევრი ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტი განიცდის შეზღუდვებს და ეს მათთვის სერიოზული პრობლემაა, რადგან დანაკარგი ძალიან დიდია. ერთი მხრივ, იზრდება ჩადებული ინვესტიციის უკუგების პერიოდი, მეორე მხრივ კი, წმინდა საოპერაციო შემოსავლებიდან გამომდინარე, დაგეგმილი და ბიუჯეტით გათვლილი შემოსავლები ვერ ხორციელდება. ამიტომ სექტორი სერიოზულ ფინანსურ დანაკარგს განიცდის. ახლაც მიმდინარეობს შეზღუდვები და მაჩვენებელი დაახლოებით 25-30%-ის ფარგლებში მერყეობს. როდესაც ტესტირების რეჟიმში ირთვება რომელიმე ქარის ან ჰიდროელექტროსადგური, ქსელში არსებული სირთულეებიდან გამომდინარე, სხვადასხვა გენერაციის ობიექტის შეზღუდვა ხდება",- აცხადებს მელიქიძე.

მან საინვესტიციო ინტერესსა და გამოწვევებზეც ისაუბრა: "გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას ძალიან დიდი რესურსული პოტენციალი აქვს, დაინტერესება საკმაოდ მაღალია და ამას ეს ფორუმიც მოწმობს - დაინტერესება არის როგორც ევროპიდან, ისე ამერიკიდან. თუმცა აქ უკვე მნიშვნელოვანია ის სტრატეგიული პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს. კერძო სექტორთან დიალოგის გარეშე ძალიან რთული იქნება ამ ინვესტიციების დამატებით მოზიდვა და შემდეგ შენარჩუნება",- განაცხადა მაია მელიქიძემ საქართველოს ენერგეტიკის გამოფენასა და ფორუმზე (GEEF2026).

წელს, ზაფხულში გენერაციის შეზღუდვით ენერგეტიკის სექტორმა რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის შემოსავალი ვერ მიიღო, რის გამოც პროექტების ნაწილს საბანკო ვალდებულებების მომსახურების პრობლემა შეექმნა. საინვესტიციო ბანკ "გალტ&თაგარტის" შეფასებით, ზაფხულში ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვით დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ ელექტროენერგია ვერ გამომუშავდა, რამაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1% შეადგინა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სექტორს სერიოზული დანაკარგი აქვს" - გენერაციის შეზღუდვები გრძელდება

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·14:01

რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა - დაშავდა 7 ადამიანი

რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა - დაშავდა 7 ადამიანი
BM.GE·13:55

აბსურდულია საბაბი, რომლითაც რუსეთმა ღვინის 7 კომპანია შეიყვანა სანქციების სიაში - ირაკლი კობახიძე

აბსურდულია საბაბი, რომლითაც რუსეთმა ღვინის 7 კომპანია შეიყვანა სანქციების სიაში - ირაკლი კობახიძე
BM.GE·13:32

ქართულ ბანკებში არსებული დეპოზიტები 77.6 მილიარდ ლარამდე გაიზარდა - წლიური მატება 21%-ია

ქართულ ბანკებში არსებული დეპოზიტები 77.6 მილიარდ ლარამდე გაიზარდა - წლიური მატება 21%-ია
BM.GE·13:14

შს მინისტრის მოადგილის პოსტზე შალვა თადუმაძე თეიმურაზ კუპატაძემ შეცვალა

შს მინისტრის მოადგილის პოსტზე შალვა თადუმაძე თეიმურაზ კუპატაძემ შეცვალა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.