მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სერენა უილიამსი მეორე საინვესტიციო ფონდს ქმნის და $200 მილიონის მოზიდვას გეგმავს
სერენა უილიამსი მეორე საინვესტიციო ფონდს ქმნის და $200 მილიონის მოზიდვას გეგმავს

სერენა უილიამსი მეორე საინვესტიციო ფონდს ქმნის და $200 მილიონის მოზიდვას გეგმავს

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 02:00|bm.ge

სერენა უილიამსი და ბეთ ფერეირა ახალი საინვესტიციო კომპანიის, Starfire Ventures-ის მეშვეობით, 20-25 ადრეულ ეტაპზე მყოფ სტარტაპში ინვესტირებას აპირებენ. მათი სამიზნე სფეროებია ჯანდაცვა, ფინანსური მომსახურება და ხელოვნური ინტელექტი.

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი სპორტსმენი Serena Ventures-ის საშუალებით უკვე 100-ზე მეტ სტარტაპს დაეხმარა, თუმცა ახლა ახალი მიზანი აქვს - შექმნას კომპანია, რომელსაც მისი სახელი არ ერქმევა და რომელიც მის კარიერასა და სიცოცხლეზე გაცილებით დიდხანს იარსებებს.

2019 წელს, საკუთარი საინვესტიციო კომპანიის Serena Ventures-ის დაფუძნების შემდეგ, სერენა უილიამსი ჟურნალ Forbes-ის გარეკანზე გამოჩნდა. იმ პერიოდში ჩოგბურთის ლეგენდამ განაცხადა, რომ მხოლოდ სარეკლამო კონტრაქტებით შემოფარგვლა არ სურდა და ბიზნესის განვითარებაში უშუალო მონაწილეობას აპირებდა. მანამდე, ხუთი წლის განმავლობაში, უილიამსს ფარულად ჰქონდა ინვესტიცია განხორციელებული 34 სტარტაპში.

„მინდა, ამ პროცესის ნაწილი ვიყო. მინდა, თავად ინფრასტრუქტურაში ვიყო ჩართული. მინდა, ბრენდი ვიყო და არა უბრალოდ მისი სახე“, - განაცხადა მან მაშინ.

შვიდი წლის შემდეგ უილიამსის საინვესტიციო პორტფელში უკვე 100-ზე მეტი კომპანიაა, თუმცა მისი ამბიციები კვლავ იზრდება.

45 წლის სერენა უილიამსი გამოცდილი ვენჩურული ინვესტორის, ბეთ ფერეირას პარტნიორობით, ნიუ-იორკში დაფუძნებულ საინვესტიციო კომპანიას Starfire Ventures-ს ქმნის. ახალი ფონდი 200 მილიონი დოლარის მოზიდვას ისახავს მიზნად.

უილიამსმა და ფერეირამ არ გაამჟღავნეს, ამ ეტაპზე რა მოცულობის ინვესტიციაა უკვე მოზიდული ან რამდენის დაბანდებას თავად აპირებენ. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად Serena Ventures მხოლოდ უილიამსის პირადი ინვესტიციებით ფინანსდებოდა, 2022 წელს კი კომპანიამ $111 მილიონის საინვესტიციო ფონდი მოიზიდა.

ახალი კომპანიის გეგმა 20-25 სტარტაპში ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს. ძირითადი აქცენტი საწყის ეტაპზე მყოფ კომპანიებზე Seed და Series A კატეგორიებზე გაკეთდება. სამიზნე სფეროებს შორისაა ჯანდაცვა, ფინანსური მომსახურება და ხელოვნური ინტელექტი.

თითოეულ კომპანიაში ინვესტიციის მოცულობა $1-დან $10 მილიონამდე იქნება, საშუალოდ კი დაახლოებით $5 მილიონს შეადგენს. ეს მნიშვნელოვნად აღემატება იმ შედარებით მცირე, რამდენიმე ასეული ათასი დოლარის ინვესტიციებს, რომლებსაც Serena Ventures ხშირად ახორციელებდა. უფრო მსხვილი დაბანდებებით Starfire Ventures იმ კომპანიების განვითარების პროცესზე უფრო მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენას გეგმავს, რომლებშიც ინვესტიციას განახორციელებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მილიონის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 143 სტატია.

  • მეტროს 41 მილიონის სავარაუდო მითვისებაში ბრალდებული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მერიის მაღალჩინოსანი ხელმძღვანელობდატვ პირველი
  • არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 2,6 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს​რუსთავი 2
  • გერმანია უკრაინას დამატებით 200 მილიონ ევროს გამოუყოფსფორმულა
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
მილიონის →

მსგავსი სტატიები

იორდანიამ და ერაყმა Telegram-ის გამოყენება აკრძალეს

იორდანიამ და ერაყმა Telegram-ის გამოყენება აკრძალეს

BM.GE

მიხეილ კიკნაძე კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

მიხეილ კიკნაძე კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

BM.GE

Wizz Air-ის ხელმძღვანელი ევროპას "ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ" კოორდინაციისკენ მოუწოდებს

Wizz Air-ის ხელმძღვანელი ევროპას "ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ" კოორდინაციისკენ მოუწოდებს

BM.GE

"უგანდა მზადაა, რუსეთთან მთვარისა და ვენერას კვლევის მიმართულებით ითანამშრომლოს" - მინისტრი

"უგანდა მზადაა, რუსეთთან მთვარისა და ვენერას კვლევის მიმართულებით ითანამშრომლოს" - მინისტრი

BM.GE