
სერგეი ლავროვი აშშ-ში დიდი ოცეულის დიპლომატების სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი G20-ის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ში, ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში ჩავიდა.
როგორც ირკვევა, ორდღიან დიპლომატიურ შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მასპინძლობს. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, მინისტრი მოლაპარაკებებში მოსკოვის სახელით ჩაერთვება.
ინფორმაციისთვის, ლავროვი დიდი ოცეულის სამიტს 2024 წელს, რიო დე ჟანეიროშიც დაესწრო. მაშინ ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წარმოადგენდა.
რუსული მედია წერს, რომ რუსული დელეგაციის მოსკოვიდან ფრენამ არამეგობრული ქვეყნების გვერდის ავლით 20 საათი და 10 წუთი გასტანა.
დელეგაციის გაფრენამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პირადად ვლადიმერ პუტინის სამიტზე გამგზავრების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ იყო. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ შეხვედრაზე პუტინის ნახვას ისურვებდა.
BM.GE
წყარო: bm.ge