მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სეს-მა ნიტრატების შემცველობაზე საზამთროს და ნესვის 50 ნიმუში შეამოწმა - შედეგები
სეს-მა ნიტრატების შემცველობაზე საზამთროს და ნესვის 50 ნიმუში შეამოწმა - შედეგები

სეს-მა ნიტრატების შემცველობაზე საზამთროს და ნესვის 50 ნიმუში შეამოწმა - შედეგები

BM.GE4 აგვისტო, 2026, 16:11|bm.ge

საზამთროს და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ბაღჩეულ კულტურებს - საზამთროს და ნესვს, ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს.

„დღეის მდგომარეობით, მონიტორინგის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან აღებული და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია საზამთროს და ნესვის 50 ნიმუში. კვლევის შედეგებით, ნიტრატები კანონმდებლობით დადგენილ ნორმას (საზამთრო-60 მგ.კგ ნესვი-90 მგ.კგ) არ აღემატება“, - აცხადებენ სააგენტოში.

სეზონის გათვალისწინებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე ბაღჩეული კულტურების კვლევას რეგულარულად ჩაატარებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

6 თვეში საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი 14.9%-ით გაიზარდა | სტატისტიკა

6 თვეში საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი 14.9%-ით გაიზარდა | სტატისტიკა

BM.GE

შქმერი-მრავალძალის გზის მშენებლობა დაიწყო - როდის დასრულდება ₾23-მილიონიანი პროექტი?

შქმერი-მრავალძალის გზის მშენებლობა დაიწყო - როდის დასრულდება ₾23-მილიონიანი პროექტი?

BM.GE

500-კილოვოლტიანი „იმერეთი“ და შეფერხებული დაცვის სისტემა - სემეკის პირველადი დასკვნა მასშტაბურ ავარიაზე

500-კილოვოლტიანი „იმერეთი“ და შეფერხებული დაცვის სისტემა - სემეკის პირველადი დასკვნა მასშტაბურ ავარიაზე

BM.GE

„თუ პროცესს სწორად წარვმართავთ, ღვინის გლობალური მოხმარების კლების კრიზისულ პერიოდს ნაკლები რისკებით გავივლით“ - ლევან მეხუზლა

„თუ პროცესს სწორად წარვმართავთ, ღვინის გლობალური მოხმარების კლების კრიზისულ პერიოდს ნაკლები რისკებით გავივლით“ - ლევან მეხუზლა

BM.GE