მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შქმერი-მრავალძალის გზის მშენებლობა დაიწყო - როდის დასრულდება ₾23-მილიონიანი პროექტი?
შქმერი-მრავალძალის გზის მშენებლობა დაიწყო - როდის დასრულდება ₾23-მილიონიანი პროექტი?

შქმერი-მრავალძალის გზის მშენებლობა დაიწყო - როდის დასრულდება ₾23-მილიონიანი პროექტი?

BM.GE4 აგვისტო, 2026, 17:05|bm.ge

საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ონის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის შქმერი-მრავალძალის 9 კილომეტრზე მეტი სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოების ღირებულება 23 მილიონ ლარამდეა, ხოლო პროექტის დასრულება 2028 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

"შქმერი-მრავალძალის გზის რეაბილიტაცია რაჭის რეგიონისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია. მაღალმთიან რელიეფზე მდებარე შქმერი და მრავალძალი გამოირჩევა როგორც ისტორიულ-კულტურული, ისე ტურისტული მნიშვნელობით. ორივე სოფელში განთავსებულია უძველესი ეკლესიები, ხოლო სოფელ შქმერში მდებარეობს კანიონი, კარსტული მღვიმე და სხვა ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები, რომლებიც ყოველწლიურად უამრავ ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორს იზიდავს.

არსებული ხრეშოვანი გზა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, რაც გადაადგილებას ართულებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის. მშრალ ამინდში გზაზე მაღალია დამტვერიანება, ხოლო ნალექიან პერიოდში გადაადგილება კიდევ უფრო რთულდება.

პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა და ვიზიტორები შეძლებენ უსაფრთხოდ, კომფორტულად და შეუფერხებლად გადაადგილებას. განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო სრულად ათვისებას და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას", - აღნიშნავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მშენებლობა

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • პრემიერ-მინისტრი შქმერი-მრავალძალის გზის მშენებლობის პროცესს გაეცნორუსთავი 2
  • პრემიერ-მინისტრი შქმერი-მრავალძალის გზის მშენებლობის პროცესს გაეცნოიმედი
  • პროტესტი გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე - მოსახლეობა სასტუმროს მშენებლობის შეჩერებას ითხოვსტვ პირველი
  • უშგულში ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობა შეჩერდაფორმულა
მშენებლობა →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება

საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება

BM.GE

წინასწარი შეფასებით, II ავარიის გამომწვევი მიზეზი იყო „იმერეთის“ ხაზზე არსებული ავარია - ნარმანია

წინასწარი შეფასებით, II ავარიის გამომწვევი მიზეზი იყო „იმერეთის“ ხაზზე არსებული ავარია - ნარმანია

BM.GE

ივლისის ავარიების გამომწვევი, სავარაუდოდ, ენგურჰესის აგრეგატების სიხშირის და ძაბვის არასწორი რეგულირება იყო - თორნიკე აფრიაშვილი

ივლისის ავარიების გამომწვევი, სავარაუდოდ, ენგურჰესის აგრეგატების სიხშირის და ძაბვის არასწორი რეგულირება იყო - თორნიკე აფრიაშვილი

BM.GE

6 თვეში საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი 14.9%-ით გაიზარდა | სტატისტიკა

6 თვეში საქართველოში რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი 14.9%-ით გაიზარდა | სტატისტიკა

BM.GE